საქართველოს პარლამენტის წევრმა, სამოქალაქო აქტივისტებს, ხელის ერთი მოძრაობით, არა მარტო შეურაცხყოფა მიაყენა, არამედ გამოხატა თავისი ფიზიკური მდგომარეობაც, რომ ეს ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება სულ არ აღელვებს და ერთ ადგილზეც კიდია. გია ვოლსკი, ბევრჯერ ყოფილა ისეთ სიტუაციაში, რომ თავის მოთოკვა ვერ მოუხერხებია, ვერც ჟურნალისტებთან და ვერც კოლეგა ოპოზიციონერისტებთან, მუდმივად ცდილობს თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას თავისი არაადეკვატური ქცევებით, ეს ბოლო კი მეტისმეტად უზრდელური და სამარცხვინო გამოდგა მისი მხრიდან. ასე, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს...არაფერი ახალი