გუშინ, საქართველოს ისტორიაში, პირველად, ჩვენი რუსი სტუმარი, რომლის სახელია პოზნერი, უცნაურად დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას. განსაკუთრებით, პოლიტიკურ ელიტას და მის ძირითად ნაწილს, ქართულ ოცნებას, რომელთათვისაც გავრილოვის შემდეგ არანაირ გადაულახავ ბარიერს აღარ წარმოადგენს რუსი თანამემამულეების საკუთარ წიაღში მოწვევა და მათთან ერთად ჭირ-ვარამის გაზიარება. ზუსტად, ასევე მოხდა პოზნერის შემთხვევაშიც, და ზუსტად ნაციონალებს დააბრალეს ახლაც მისი ვიზიტი. კობახიძის აზრით, კი ელენე ხოშტარია რუსების აგენტი და ანტივაჟაცაა, რომელმაც არ იცის სტუმარ- მასპინძლის პატივისცემა და საერთოდ არა აქვს წაკითხული ქართული ლიტერატურა.