x
image
ლანა92
თავსატეხი "5 ოქროს ტომარა" - აბა, ყალბ მონეტებს რამდენ ხანში ამოიცნობთ?

image













პირობა:

მოცემულია 5 ტომარა ოქრო. ყველა ტომარაში მოთავსებულია 10-10 ცალი მონეტა. 5 ტომრიდან ერთ-ერთი ყრია ყალბი ოქროს მონეტები. ნამდვილი და ყალბი მონეტები ზუსტად ერთნაირია შესახედად, თუმცა თითო ყალბი მონეტა იწონის 1.1 გრამს, ხოლო ნამდვილი მონეტა - ზუსტად 1 გრამს. თქვენ გაქვთ ზუსტი, უტყუარი ციფრული სასწორი, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ.

კითხვა: როგორ გაარკვევთ, რომელ ტომარაში ყრია ყალბი მონეტები?

ეცადეთ, დამოუკიდებლად მიაკვლიოთ სწორ პასუხს. თუ არადა, პასუხი იხილეთ ქვემოთ.

image

პასუხი: აიღეთ 1 ოქროს მონეტა პირველი ტომრიდან, 2 - მეორე ტომრიდან, 3-მესამე ტომრიდან, 4-მეოთხე ტომრიდან, 5 მონეტა - მეხუთე ტომრიდან. აწონეთ ყველა ეს მონეტა და დააკვირდით, რა შედეგი აჩვენა სასწორმა. თუ სასწორის ნაჩვენები რიცხვი სრულდება 1-ით, მაშინ ყალბი ოქროს მონეტები პირველ ტომარაშია; თუ რიცხვი სრულდება 2-ით, მაშინ -მეორე ტომარაში, თუ 3-ით-მაშინ მესამე ტომარაში, თუ 4-ით - მაშინ მეოთხე ტომარაში, თუ 5-ით, მაშინ მეხუთე ტომარაში.

შეიძლება, უცებ ვერ მიხვდეთ, რა შუაშია სასწორით ნაჩვენები დაბოლოება. აგიხსნით: თუ ყალბი მონეტა პირველ ტომარაშია, მაშინ სასწორზე ნაჩვენები წონა აუცილებლად დაბოლოვდება 1-ით, ყალბი მონეტა ხომ 1.1 გრამს იწონის, ხოლო ნამდვილი - 1-ს (1 ყალბი მონეტა + 14 ნამდვილი მონეტა= 1.1+ 14= 15.1 გრამი).

თუ ყალბი მონეტა მეორე ტომარაშია, მაშინ წონა დაბოლოვდება 2-ით, რადგან მეორე ტომრიდან 2 მონეტა ამოვიღეთ (2 ყალბი მონეტა = 1.1X2=2.2 გრამი; 2 ყალბი მონეტა + 13 ნამდვილი მონეტა = 2.2 + 13 = 15. 2) და ა.შ.

0
144
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0