მოვლენები მე - 15-17 საუკუნეებში ეს ყველა მდიდარ ქალს ჰქონდა, და თქვენ თუ იცით ეს რა არის? 2021, 1 აპრილი, 15:42 წარსული გაცილებით უფრო მეტ საინტერესო და საიდუმლოებით მოცულ ინფორმაციას ინახავს, ვიდრე ეს შეიძლება რომ ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ. ისეც ხდება რომ მე - 17-18 საუკუნის რაიმე ნივთის ნახვისას წარმოდგენაც კი არ გაქვს თუ რა დანიშნულების შეიძლებოდა რომ ის ყოფილიყო. დღეს "ხელში" სწორედ ასეთი რამ ჩაგვივარდა. აბა, კარგად დააკვირდით და შეეცადეთ გამოიცნოთ თუ რა არის ეს?სავარაუდოდ, ეს თქვენთვის ალბათ რთული მისახვედრია, ამიტომ მცირე მინიშნებას გაძლევთ - მე - 15-17 საუკუნეებში ყველა ქალი ამაზე ოცნებობდა, თუმცა ის მხოლოდ მდიდარ ქალბატონებს ჰქონდათ. კიდევ ვერ მიხვდით? კარგით, კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ - ყურადღება მიაქციეთ ამ ნაკეთობის ზედა ნაწილს.დროა კარტები გავხსნათ! ეს გახლავთ ქალის ფეხსაცმელი წარმოუდგენლად მაღალ პლატფორმაზე!პირველად ის XIV საუკუნის ბოლოს, ვენეციაში გამოჩნდა, ცენტრალურ აზიაში გავრცელებული პლატფორმიანი ფეხსაცმლის გავლენით.ეს უჩვეულო ფორმის ფეხსაცმელი დიდი პოპულარობით რენესანსის ეპოქაში სარგებლობდა, რომელსაც "ჩოპინებს" ან "ცოკოლებს" უწოდებდნენ.თავდაპირველად ასეთი ფეხსაცმელი არა იმდენად მოდური, არამედ უფრო აუცილებელი ატრიბუტი იყო. იმ პერიოდში დიდი ქალაქების ქუჩებში აუტანელი სიბინძურე სუფევდა, რადგან ხშირად მაცხოვრებლები ყოველგვარ ნარჩენს პირდაპირ ზედ ტროტუარზე ასხამდნენ! ამიტომ, კეთილშობილმა ქალბატონებმა "ჩოპინების" ტარება დაიწყეს, რათა ფეხები და სამოსი არ დასვროდათ.ასეთი ფეხსაცმელი ძალიან სწრაფად გახდა სილამაზისა და სიდიადის სიმბოლო. მდიდარმა ქალებმა სულ უფრო მაღალი "ჩოპინების" შეკვეთა დაიწყეს, რათა დანარჩენი ქალბატონების ფონზე უფრო ეფექტურები და გამორჩეულები ყოფილიყვნენ. ზოგჯერ საქმე აბსურდამდეც კი მიდიოდა, და პლატფორმის სიმაღლე გაგიკვირდებათ და, მეტრსაც კი აღწევდა!მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ფეხსაცმელში სიარული საშიში იყო, იმდროინდელ მოდას აყოლილ ქალბატონებს ეს სულაც არ აშინებდა, რადგან ყველაზე ხშირად მოდური ფეხსაცმლის პატრონს თან მსახურები ახლდა, რომლებიც მას გულდასმით იჭერდნენ."ჩოპინების" მოდამ პიკს მე -15 საუკუნეში მიაღწია შემდეგ კი, მათი პოპულარობა თანდათანობით შემცირდა, თუმცა ამ ექსტრავაგანტური ფეხსაცმლის შესახებ საბოლოოდ, მე - 17 საუკუნის დასაწყისში დაივიწყეს. ამ დროს კურტიზანებმა უკვე "ცოკოლის" ტარება დაიწყეს, რის გამოც კეთილშობილმა ქალებმა მათზე სწრაფადვე თქვეს უარი.მოგეხსენებათ რომ მოდა ციკლურია, და მე - 20 საუკუნეში "ჩოპინები" ჩვენს ცხოვრებაში ფეხსაცმლის დიზაინერის, სალვატორე ფერაგამოს წყალობით კვლავ დაბრუნდნენ. 1937 წელს მან საზოგადოება პირველად, შოკში "ცოკოკლების" რეინკარნაციით ჩააგდო, მაგრამ ამჯერად, მათ აქტუალობის შენრჩუნება დიდხანს უკვე ვეღარ შეძლეს..წლები მიფრინავს, ათწლეულები და საუკუნეები კი ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ არის რაღაც მუდმივი ჩვენს ცვალებად სამყაროში - კერძოდ კი, ქალების დაუოკებელი სწრაფვა გამოიყურებოდნენ ყოველთვის და ყველგან განსაკუთრებულად და გამორჩეულად. უბრალოდ, სხვადასხვა დროს ისინი ამას სხვაგვარად აკეთებენ ...1486 3-ს მოსწონს |