x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
მე-14 საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს, საქართველოს კორონა ვირუსზე ბევრად საშიში დაავადება - შავი ჭირის ეპიდემია მოევლინა

image

მე-14 საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს, საქართველოს კორონა ვირუსზე ბევრად საშიში დაავადება - შავი ჭირის ეპიდემია მოევლინა. თემატურია და ვისაც გაინტერესებთ გაეცანით.
შავი ჭირი, პირველად 1338-1339 წლებში გაჩნდა შუა აზიაში. ამას მოწმობს ისიყ-ყულის ტბის მიდამოებში (`შვიდ მდინარისპირეთში~) აღმოჩენილი ათასობით საფლავი. შემდეგში, 1346 წლისთვის, შავი ჭირი, ურგენჩიდან (ხორეზმი) სავაჭრო გზით გავრცელდა შავი ზღვის ყირიმის სანაპიროზე, შემდეგ კი მოედო ჩრდილო აფრიკას, ევროპას (ინგლისის ჩათვლით), მთელ კავკასიას, რუსეთის სამთავროთა ნაწილს.
რა ვითარებაა ამ დროის საქართველოში? ამის შესახებ, ჩვენ ფაქტობრივად არაფერი ვიცით. არსებობს ერთად-ერთი 1348 წლის ავგაროზ ბანდაის ძის მინაწერი რომელიც, ლარგვისის მონასტერში (ქსნის ხეობის ზედა წელი) გადაწერილ პარაკლიტონს ერთვის. მინაწერში ვკითხულობთ: `Ãელვყავ და ვიწყე წერად დიდსა ჭირმა მრავალი ცნობილი ადამიანი და სამეფო კარის წევრი (ან თვით მეფე) იმსხვერპლა. გიორგი ბრწყინვალე, 1346 წელს, შესაძლოა საქართველოში გავრცელებული შავი ჭირის შედეგად გარდაიცვალა.
სიგლახაკესა და ეტრატის სიძვირესა და შფოთსა და უცალოებასა შინა, ¨ წელსა მას რომელსა იყო დიდი სიკუდილობაÁ; ქორონიკონი იყო ლვ (1348)~ამ მინაწერის მიხედვით აშკარა ხდება, რომ ქსნის ხეობის ამ ნაწილში (თუ მთლიანად ხეობაში არა), 1348 წელს მასობრივი სიკვდილის გამომწვევი სენი, სავარაუდოდ, შავი ჭირი გავრცელებულა. ამ ეპიდემიას დიდი სიკვდილიანობა, არეულობა და სხვადასხვა პროდუქტის ნაკლებობა გამოუწვევია (გადამწერი ავგაროზ ბანდაისძე, პირველ რიგში, თავის პროფესიონალურ წუხილს აფიქსირებს, ანუ ეტრატის სიძვირესა და მის ნაკლებობას ახსენებს)2. ჩვენი აზრით, ჭირი, ქსნის ხეობის ზედა წელზე, კავკასიის ქედის ჩრდილოეთიდან, `ოქროს ურდოს~ ტერიტორიიდან უნდა გავრცელებულიყო. სხვა რაიმე ცნობა რომელიც ამ პერიოდის საქართველოში შავი ჭირის გავრცელებას შეეხება, ცნობილი არ არის., ამ შემთხვევაში, არ ვგულისხმობთ 1363-1367 წწ. ამ სენის რეციდივებს, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი ახსენებს3. ამ კუთხით, ჩვენი ყურადღება მიიქცია სამმა, აშიაზე მინაწერმა საბუთმა, რომლებმაც სვანეთში სეტის და ლაღამის თემებს შეუდგენიათ. ერთ-ერთ მათგანში ვკითხულობთ: `ესე დაწერილი, დაუწერეთ სეტისა სოფელმან, მტკიცე და უქცეველი, მას ჟამსა, ოდეს ჩვენად უკითხავად (თემის წევრი _ ვ. კ.) ოსეთს წავიდეს, ორასისა თეთრისა იბარა წაუღოთ, თუ ვინ ჰავისა სენითა დასნეულდეს, იგივე ორასისა თეთრი იბარა გარდავახდევინოთ. რაიც ქნილა, თუ რაი(მე) სამტრო საქმე მოჰყვეს პირი და პასუხვისა გამცემი სეტისა და ლაღამისა ხევი ვართ. ამისა გათავებისა თაუსდებად დაგვიწერია სამება სკარეშისა, მთავარმოწამე სეტისა~4 (14 ს. 1 ნახევარი).
საბუთიდან ჩანს, რომ თემი შეშფოთებულია იმით, რომ აკრძალვის მიუხედავად, თემის წევრები `ოსეთში~, ანუ კავკასიის ქედს გაღმა მიდიან, სადაც როგორც ვაჩვენეთ, შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებს (ამ ცნობიდან ისიც კარგად დასტურდება, როგორი ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობანი არსებობდა სვანეთსა და ჩრდილო კავკასიას შორის).
`ერთობილი~ თემი მკაცრ ღონისძიებას მიმართავს და აკრძალვის დამრღვევისთვის ჯარიმას (`იბარას~) აწესებს, 200 თეთრის ოდენობით. იმას, ვისაც დაავადება აღმოაჩნდებოდა (არ ჩანს, მხოლოდ ეს დამატებითი იბარა `ოსეთში~ ნამყოფს ეხებოდა, თუ ზოგადად იმას, ვინც დაავადდებოდა; ანუ ირიბად დაუმტკიცდებოდა ქედს გაღმა ყოფნა) კიდევ 200 თეთრის `იბარა~ უნდა გადაეხადა. 200 თეთრი მაღალი მთის პირობებში, სავარაუდოდ, ადვილი გადასახდელი არ იყო. სხვა საბუთის მიხედვით, დაზუსტებულია, რომ `ოსეთიდან~ მძიმე სენი შვიდ მოსახლეს შემოუტანია. სენი საშიში და გადამდები აღმოჩნდა. თემის პასუხისმგებელი პირები წერენ, რომ სნეულებამ `ამოსწყვიტა ქვეყანა~. ეს არ არის გაზვიადებული ფრაზა. სხვა ქვეყნების ანალოგიით თუ ვიმსჯელებთ, მსხვერპლი მართლაც დიდი იქნებოდა. ამას ისიც ემატება, რომ ასეთი მასობრივად გადამდები სენი, მანამდე, მსოფლიოსთვისაც და საქართველოსთვისაც უცნობი იყო, ამიტომ მასთან გამკლავება ძნელი იყო. პირველ რიგში, `ერთობილ ხევს~ სწორი გადაწვეტილება მიუღია და მეთემეებისათვის ჩრდილო კავკასიაში (`ოსეთში~) გადასვლა აუკრძალავს, სენის შემომტანები კი მძიმე ჯარიმით `იბარათ~-ი დაუსჯია. `იბარა~ (ჰიბარა) ციტირებულ გამოცემებში განმარტებული არ არის, მაგრამ ესაა ადგილობრივი ჯარიმა, რომელსაც თემი ვინმეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში აკისრებდა6. იბარა, როგორც ფულადად (100, 200, 300, 500, 1000 თეთრი)7, ასევე ნატურით გადაიხდებოდა8. იბარის ნატურალური ფორმით გადახდა შეიძლებოდა ლუდის (`ალუდის~) გარკვეული რაოდენობით. ერთ საბუთში ვკითხულობთ, რომ ჯარიმის (იბარის) სახით, დამნაშავე პირს 12 `ჩხაფი~ ანუ ჩაფი ლუდი დაუყოვნებლივ უნდა გადაეხადა.
მესამე საბუთი, რომელიც `ძნელი სენის~ შემოსვლას და მასთან ბრძოლას შეეხება, მნიშვნელოვან ახალ დეტალებს შეიცავს. მთლიანად მოვიტანთ ამ საბუთს და შემდეგ გავაანალიზებთ მას: `ქ. დიდებაი ღმერთსა, დიდებაი დედასა ღმრთისასა, დიდებაი იესუს ქრისთესა, დიდებაი შობასა ქრისთესასა, დიდებაი საფლავსა ქრისთესასა, რომელმან გვიშვილე და შეგვიწყალე! ჩვენ, უღირსთა მონათა შენთა, ამა ზემო წმინდათა თავზდებობითა დაუწერეთ ესე წიგნი, ჩვენ სეტისა Ãეუმან, ერთმანერთისა დამოწმებითა, მას ჟამსა, ოდეს ძნელი სენი შემოვიდა. მერმე, საფლაუსა ქრისთესასა შევეხვეწეთ, დაუთქვით ქრიშთეშობის (!) დღესა საკირი და გვიშველა იმ სენისაგან; დიდებაი საფლაუსა ქრისთესასა! აწ, ვინც იმ საკირესა შეიგ (!) და დიდ(ე)ბელ ღმერთსა გასცესა, იგი კაცი ადიდოს ღმერთმან; ვინც ამა საკირსა შიგა მისისა მიცვალებულისა სული აÃსენოს, საშენდობოი გასცეს, იმ კაცისა მიცვალებულსა შეუნდოს ღმერთმან, ვინცა კაცმან ესე საკირი ამაგროს, იგიმმც კაცი დაილოცვოს ქრისთეს საფლავისა მადლითა. ვინ გინდა კაცმან დაგვიშვალოს, თორმეტი ჩხაფი ალუდი გარგავახდევინოთ იბარად, იმავე დღესა გარდავაÃდევინოთ. დიდებაი საფლაუსა ქრისდესა, ღირს ყაუ ჩვენი შეხვეწაი!~ (თავისებური მართლწერა და
ორთოგრაფია შენარჩუნებულია _ ვ. კ.)3. ამ საბუთის მიხედვით, სავარაუდო ხდება, რომ სეტის ხევის რამდენიმე პირი იერუსალიმს,
ქრისტეს საფლავის მოსალოცად გამგზავრებულა, რათა ჭირისგან დახსნას შევედრებოდნენ მაცხოვარს. ის, რომ ასეთი პილიგრიმობა მთელი ხჳვ საუკუნის მანძილზე სვანეთის სხვა თემებიდანაც ხდებოდა, ჩანს, თუნდაც, ეცერის მოძღვრის ანტონ ონოფრიანის 1380 წლის უღვალის საწელიწდო სახარების მინაწერიდან4. ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ დოკუმენტში, რამდენჯერმე, ქრისტეს საფლავი ხაზგასმით იხსენიება. განსაკუთრებით გამოვყოფდით ამ ადგილებს: `საფლავსა ქრისთესასა შევეხვეწენით~, ასევე `დიდებაი საფლავსა ქრისთესასა~ და ბოლოს: `დიდებაი საფლავსა ქრისთესა [რომელმან] ღირს ყავ ჩვენი შეხვეწაი~.
ასევე, გვინდა, შევასწოროთ ბუნდოვანი წინადადება: `აწ ვინც იმ საკირსა შეიგ~. ვფიქრობთ, ეს ადგილი ასე უნდა გაიმართოს: `აწ ვინც(ა) [თვისსა მიცვალებულსა] იმ საკირ(ე)სა შიგ(ან) შეიტანს) და დიდებ(უ)ლ ღმერთ(ი)სა სახელზედა (შესაწირავსა) გასცემს~ (კვადრატული კავები და ტექსტის მცირე ორთოგრაფიული გამართვა, ჩვენ გვეკუთვნის _ ვ. კ.). ქვეტექსტი და სინაარსი ამ და შემდგომი წინადადებისა, სწორედ ასეთია. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ზემოთ მოხმობილი წინადადების მეორე ნაწილი.
დოკუმენტურად დგინდება, რომ სეტიელებს, ქრისტეს საფლავის მოლოცვის და წმინდანებისადმი ლოცვა-ვედრების აღვლენის გარდა, შავ ჭირთან ბრძოლის ძალიან ეფექტური საშუალებისთვის მიუმართავთ. კერძოდ, მათ მოუწყვიათ დიდი საკირე, სადაც ავი სენისგან გარდაცვლილებს კრძალავდნენ. საბუთის შემდეგი წინადადებიდან ეს ქმედება უფრო ნათელი ხდება. საბუთში ნათქვამია, რომ ღმერთი იმათ სულებს შეინდობს და შეიწყნარებს, ვინც თავის მიცვალებულს მათ საკირეში ჩაასვენებს. ასევე, ხევის კრებული დალოცვილად აცხადებს იმათაც, ვინც, ამ კოლექტიური დაკრძალვის ადგილს, ანუ საკირეს გაამაგრებს (ვინცა `ამაგროს~).
უნდა ვიფიქროთ, რომ საკირეს გამაგრება იმიტომ სჭირდებოდა, რომ თემის ყველა წევრი არ იყო თანახმა, თავისი მიცვალებული საკირეში დაეკრძალა (ანუ, რეალურად, კირში დაეწვა გვამი). ზოგიერთი რომ დაკრძალვას ფიზიკურად ეწინააღმდეგებოდა, იქიდანაც კარგად ჩანს,
რომ ასეთების დასასჯელად თემის კრებულს 12 ჩაფი ლუდი იბარად დაუწესებია. თანაც, საბუთში ნათქვამია, რომ ეს ჯარიმა თემის ნების წინააღმდეგ წამსვლელს დაუყოვნებლივ (`იმავე დღესა~) უნდა გადაეხადა, რაც სასჯელის ზომას ამკაცრებდა. სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს, რომ ჩაფი, `კოკის ნაოთხალი~ ანუ 2, 5 ლიტრა ყოფილა. ამგვარად, 12 ჩაფი, დაახლოებით, 26 ლიტრა გამოდის და ურჩ მეთემეს ამ რაოდენობის ლუდი დაუყოვნებლივ უნდა
გადაეხადა, თუნდაც მას იმ დროს ლუდის ეს რაოდენობა სახლში არ ჰქონოდა. განსამარტავია კიდევ ერთი საკითხი, რაც ზემოთ განხილული სამი საბუთის გარდა, სხვა რამდენიმე დოკუმენტშიც გვხვდება. ეს არის ე. წ. `სკარეშის~ `სამება~ და `მაცხოვარი~. ამჟამად, ასეთი გეოგრაფიული პუნქტი სვანეთში არ არსებობს, მაგრამ 14 საუკუნის შუა ხანებში, დღევანდელი მესტიის შემოგარენში არსებობდა ამ სახელის (`სკარეში~) დასახლება. ამ სოფელში ორი ძლიერი სალოცავიც ყოფილა: მაცხოვრის და წმიდა სამების. ოთხ სვანურ საბუთში იხსენიება `სკარეშის მაცხოვარი~ (ვალერი სილოგავას ნუმერაციით, #69, #84, #118 და #126 საბუთები), სხვა ორ საბუთში მოხსენიებულია მხოლოდ `სკარეში~ (ვალერი სილოგავას ნუმერაციით, #47 და #66 საბუთები), კიდევ ერთ საბუთში კი `შუამავლად~ და `თავსმდებად~ დასახელებულია `სკარეშის სამება~ (ვალერი სილოგავას ნუმერაციით, #78 საბუთი). უცნაურია, რომ 14 საუკუნის შემდგომ ეს ტოპონიმი აღარ გვხვდება და დღევანდელ სვანეთში ასეთი სახელის სოფელი არავის ახსოვს.
როგორც ჩანს, ეს დასახლება 1346-1348 წლებში სწორედ შავი ჭირის მასობრივი გავრცელების შედეგად განადგურდა. რატომ აღარ აღორძინდა იგი და ზუსტად სად მდებარეობდა დასახლება და ეკლესიები, ეს შემდგომი კვლევის საგანია. აღსანიშნავია, რომ დღემდე ამ საკითხზე არავის გაუმახვილებია ყურადღება.
თუ შევაჯამებთ ყოველივე ზემოთ ნათქვამს, უნდა დავასკვნათ: ხჳვ საუკუნის შუა ხანებში, კერძოდ 1346-1348 წლებში (შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგაც), აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში მასობრივი სასიკვდილო სენი _ შავი ჭირი გავრცელებულა. დღემდე, ამ საკითხზე სპეციალური გამოკვლევა არ დაწერილა. ჩვენი კვლევის თანახმად კი, შავი ჭირი გავრცელებული ყოფილა მდინარე ქსნის ზედა წელზე (ლარგვისის მონასტრის პარაკლიტონის მინაწერი) და სვანეთის მაღალმთიანეთში, კერძოდ, მესტიის მიდამოებში (საეკლესიო წიგნების აშიებზე მიწერილი სვანური საბუთები).
შავი ჭირი საქართველოში ჩრდილო კავკასიიდან (ისტორიული ოსეთიდან) შემოსულა და გავრცელებულა. ეპოქის წყაროთა სიმწირის გამო, ვერ ვადგენთ, გავრცელდა თუ არა შავი ჭირი საქართველოს სხვა რეგიონებში და რა სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური შედეგები მოჰყვა ამ საშიში ეპიდემიის გავრცელებას.
ვაჟა კიკნაძეimage
0
272
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
272