x
image
ლანა92
ნატურალური ყურძენი ბამბის ნაყინის გემოთი - როცა გემო ამართლებს ფასს

image











გენური ინჟინერიის წყალობით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გმოს) სახით გვაქვს არაერთი ჰიბრიდული ხილი და ბოსტნეული სპეციალური გემოებით, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ადამიანების ნაწილი უარს ამბობს ჰიბრიდული პროდუქტების შეძენაზე, რადგან ჯანმრთელობისათვის საფრთხედ მიიჩნევს, მიუხედავად მეცნიერების მიერ საწინააღმდეგოს მტკიცებისა. ბამბის ნაყინის ყურძნის შემთხვევაში შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ - ყურძნის ახალი ჯიში გამოყვანილია გენეტიკური მოდიფიკაციის გარეშე. ესაა სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ხანგძლივი სელექციის (შერჩევისა) და შეჯვარების შედეგი. ბამბის ნაყინის ყურძენში არანაირი გენეტიკური ინჟინერიის, ან ლაბორატორიის ხრიკი არ დევს. მისი იდეა, კონცეფია მარტოხელა ფერმერმა ჩაიფიქრა და განახორციელა. საკუთარი მიღწევით ავტორი აღფრთოვანებული დარჩა.

დღეისათვის ყურძენი ბამბის ნაყინის გემოთი არაერთი მაღაზიის თაროს ამშვენებს, თუმცა, რადგანაც ნოვაციას, სიახლეს წარმოადგენს, მისი შეძენა საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა ამ ეტაპზე. ადამიანთა უმეტესობა, რომელმაც გასინჯა ახალი ჯიშის ყურძენი, აცხადებს, რომ გემო ამართლებს ფასს, იგი ნამდვილად ღირს შეძენად. "ბრმა ტესტების" დროს, როდესაც ადამიანები სინჯავდნენ ახალ პროდუქტს და არ იცოდნენ, რა სახეობის იყო სინამდვილეში, აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო ბამბის ნაყინის ყურძენი. ამიტომაც, გემოს გამო, ყურძნის ახალი სახეობა იწოდა "ბამბის ნაყინის ყურძნად".
















image

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0