x
image
ირინა მ.
გასული საუკუნის მოდის მიმდევარი ქალბატონების თავდაცვის საშუალება-თავსაბურავის სარჭი, რომლითაც საყვარლების მკვლელობებიც ხდებოდა

image

1900-1910 წწ. მოდაში შემოვიდა არაბუნებრივად დიდი ზომის ქუდები. მას რთავდნენ კამელიებით, ვარდებით, ფრინველების ფიტულებით. ზოგიერთები ასეთ თავსაბურავს დამცინავად "თეთრეულის კალათასაც" კი უწოდებდა. მთელი ეს დიდებულება თავზე რომ გაეჩერებინათ, საჭირო იყო სპეციალური გრძელი ქინძისთავით დამაგრება. ზოგიერთ მალე "მიხვდა", რომ ეს სამაგრი შეიძლება გამოიყენო არა მხოლოდ როგორც აქსესუარი, არამედ როგორც თავდაცვის და თავდასხმის საშუალებაც კი.

image

ქუდის სარჭი მახვილ ლითონის ჩხირს წარმოადგენდა. მას ხანდახან ძვირფასი ქვებით რთავდნენ. ზოგ შემთხვევაში მისი სიგრძე 20 სანტიმეტრსაც აღწევდა. სამაგრით ქალები ქუდებს ვარცხნილობაზე იმაგრებდნენ.

image

ასეთი გრძელი სამაგრები ნამდვილი უბედურება გახდა გარშემომყოფთათვის. თუ ქალბატონთან საუბრის დროს პირი ზედმეტად დაიხრებოდა მისკენ, ის კი მკვეთრად შებრუნდებოდა, სამაგრი მოსაუბრეს სახეს უკაწრავდა. 1912 წლის ქალების ჟურნალის ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნული იყო: "...1912 წელს პეტერბურგში და მოსკოვში ქალაქის მმართველობამ მოსახლეობისთვის ტრავმების მიყენების თავიდან აცილების მიზნით ქალბატონებს აუკრძალა გრძელსამაგრიანი თავსაბურავებით ქალაქის ტრანსპორტში ასვლა".

image

imageსამაგრები-თავდაცვისა და თავდასხმის საშუალება.

ხანდახან ქალები სამაგრებს ზედმეტად შემაწუხებელი თაყვანისმცემლებისგან თავის დასაცავადაც იყენებდნენ. მე-20 საუკუნის კრიმინალურ ცნობებში ხშირად შუქდებოდა ქალების მიერ საყვარლების მკვლელობის საქმეები, რომელიც სწორედ ქუდის სამაგრების გამოყენებით იყო ჩადენილი.


image

როცა გრძელი სამაგრების გამოყენება აკრძალეს, ქალებმა სიდნეიდან (ავსტრალია) უარი განაცხადეს კანონს დამორჩილებოდენ, რის გამოც 60 ადამიანი დაპატიმრებულ იქნა.

image

რამდენიმე წლის შემდეგ, ფართოფარფლებიანი ქუდები გადავიდა მოდიდან და მის ნაცვლად პატარა, ნამცეცა ქუდი-კლოში შემოვიდა.

imageქუდი-კლოშ

ასე რომ გრძელი სამაგრების აკრძალვა თავისთავად აღარ წარმოადგენდა საჭიროებას.

image









image


იქნებ დაგაინტერესოთ:







რატომ აგზავნიდა იმპერატრიცა ეკატერინე მეორე თავის ფავორიტებს ფრეილინების საძინებელში

image


ერთ-ერთი აფრიკული ტომის მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟით და ვარცხნილობით მოსამართლე ქალებს თავს აწონებენ

image


რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები

image


ჩვენი წინაპრების თმის მოვლის მეთოდები(დამწვარი ვირთხის ფერფლი, კაკლის ნაჭუჭის ნახარში და ა.შ.) და ვარცხნილობები

image


ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში

image


იყო თუ არა ჟაკლინ კენედი ლამაზი ქალბატონი და რაშია მისი, როგორც "ხატის სტილის", საიდუმლო

image








0
223
8-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0