სისხლის სამართალი დედამ 8 წლის შვილი ცოცხლად დაწვა, რადგან ბავშვმა მამინაცვალს ღალატის შესახებ უამბო 2021, 29 მარტი, 22:40 ![]() ბავშვი საავადმყოფოში სხეულის დამწვრობის 60 პროცენტით იმყოფება. ტრაგედია რამდენიმე დღის წინ მოხდა. დედამ შვილი გარეთ გაიყვანა, ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ამასთან, მან ქმარს ბავშვზე ცეცხლის ჩაქრობის უფლება არ მისცა. მამინაცვალმა სასწრაფო გამოიძახა და მისი გადარჩენა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო - დღეს ცნობილი გახდა, რომ ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ ოჯახი ღარიბად ცხოვრობდა, ბავშვებს თეთრეულიც კი აკლდათ. ოჯახს ასევე ჰყავს ქალიშვილი. ახლა დედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, დააკავებულია 31 წლის ქალი. ![]() ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ვთქვათ, რომ სამყარო შეიშალა... 155 5-ს მოსწონს
|