x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
სიყვარული სიის მიხედვით- ჯონი დეპის ,,ცხოვრების მთავარი ქალები"

image

ქარიზმატული მსახიობი ყველას უყვარს, ბავშვებიდან დაწყებული, ქალებიდან დამთავრებული. ქალები, რომლებსაც დეპის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ:


ლორი ენ ელისონი (1983-1985)

ჯონი დეპი ოფიციალურადაც კი იყო დაქორწინებული ვიზაჟისტ ლორი ენ ელისონზე. იმ დროისთვის დეპი მსახიობობაზე არც კი ფიქრობდა. წყვილმა ერთად 2 წელი გაატარა და შემდეგ მშვიდობიანად დაშორდნენ.imageimage


შერილინ ფენი (1986-1989)

წყვილის რომანი 3 წელს გაგრძელდა, ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო, ერთმანეთს დაშორდნენ.imageimage


ჯენიფერ გრეი (1989)


“ბინძური ცეკვები"-ს ვარსკვლავი დეპმა 1989 წელს გაიცნო, მათი რომანიც იმ წელსვე დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნულები იყვნენ.imageimage


ვაინონა რაიდერი (1989-1993)

ყველასთვის ლეგენდარული და ლამაზი წყვილი. დეპი 26 წლის იყო, ვაინონა კი 17 წლის. ახალგაზრდა რაიდერისთვის დეპი ყველაფერში პირველი იყო. წყვილი დაინიშნა კიდეც, მაგრამ დროის უქონლობის და ჟურნალისტების ზედმეტი ყურადღების გამო დაშორება მოუწიათ.imageimage


ქეით მოსი (1993-1997)

ბრიტანელი მოდელიც დეპისთვის ისევ “სიყვარული ერთი ნახვით" აღმოჩნდა. მათი რომანი ყველას ყურადღების ქვეშ იყო და მათ “ათწლეულის წყვილი"-ც კი შეარქვეს.imageimage


ვანესა პარადი 1998-2012)

სიმშვიდე, სახლი, შვილები და ომფორტი, სწორედ ეს მიიღო დეპმა ფრანგ მსახიობთან 15 წლიანი თანაცხოვრებით მათ 15 წელი გაატარეს არაოფიციალურ ქორწინებაში, მაშინ, როდესაც დეპი ყველა თავის რჩეულს ხელს რამდენიმე კვირაში სთხოვდა. საზოგადოებისთვის მათი წყვილი მისაბაძი და მტკიცე იყო, სანამ რა თქმა უნდა, მესამე ზედმეტი არ გამოჩნდა.imageimage


ემბერ ჰერდი (2012-2016 )


დეპისთვის საბედისწერო ქალი აღმოჩნდა. ახალგაზრდა ემბერის გამო დეპმა ვანესა პარადი მიატოვა და ცოლად მოიყვანა. 15 თვის შემდეგ კი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ. ორივემ დაადანაშაულა ერთმანეთი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ღალატში და ცრუ ჩვენებებში. მათ საქმეზე სასამართლო პროცესები წლებია მიმდინარეობს და დღემდე არ დასრულებულა.imageimage


0
540
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
540
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0