სიახლეები ძილი ტვინს ტოქსინებისგან ასუფთავებს და ალცჰეიმერის დაავადების რისკებს ამცირებს 2021, 29 მარტი, 15:07 ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მათთვის, ვინც ძილის ნაკლებობას რეგულარულად განიცდის. რაც უფრო მეტს ვიგებთ ძილის შესახებ, მით უფრო ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენი ტვინის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ჩვენთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ ძილის უკმარისობას შეუძლია ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკის გაზრდა. ხოლო, ბოლოდროინდელმა სამეცნიერო კვლევამ ამ თეორიის რეალობა დაადასტურა, რაც «ცივი შხაპი» უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ძილის რეჟიმს არანაირ ყურადღებას არ აქცევს. ბოსტონის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფი, ლორა ლუისის ხელმძღვანელობით, დაინტერესდა იმ ექსპერიმენტების შედეგებით, რომლიც ძილის ნაკლებობას, ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკის გაზრდას უკავშირებდა და იმ მექანიზმის შესწავლა გადაწყვიტეს, რომელიც უძილობას აღნიშნულ დაავადებასთან აკავშირებს. ექპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად, მოხალისეები ლაბორატორიაში, წინა ღამის უძილოები, მეორე დღის გვიან საღამოს მოდიოდნენ, რომ მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატში დაძინება გაადვილებოდათ. ხოლო მეცნიერებმა, მათ ტვინზე დაკვირვებით, საიდუმლო ამოხსნეს, თუ რატომ ზრდის ძილის უკმარისობა ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს. სრულყოფილი ძილი რამდენიმე ფაზისგან შედგება: ჩაძინების შემდეგ, იწყება მსუბუქი ძილის ფაზა, რის შემდეგაც, ღრმა ძილის ფაზაზე გადავდივართ და ბოლოს – სწრაფი ძილი (ფაზა, როდესაც სიზმრებს ვხედავთ), რაც დახურულ ქუთუთოებში, თვალის სწრაფი მოძრაობით გამოიხატება. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მაგიური პროცესი, რომელსაც მეცნიერები ეძებდნენ, ღრმა ძილის ფაზაში ხდება. დაკვირვებამა აჩვენა, რომ ამ ფაზის დროს, ტვინის ნეირონები სინქრონულ მოქმედებაზე გადადიან, რაც სიფხიზლის დროს არ ხდება. ნეირონები ერთბაშად ითიშებიან და ირთვებიან, როგორც პატარა ნათურები. ხოლო როდესაც ითიშებიან, ტვინს, ჩვეულებრივზე, ბევრად ნაკლები ჟანგბადი ესაჭიროება (ისევე, როგორც სახლში შუქის გამორთვით, ენერგიის მოხმარებას ვამცირებთ). შედეგად, მცირდება ტვინში მიწოდებული სისხლის მოცულობა, რაც თავის მხრივ, მასში ცერებროსპინალურ სითხის (ზურგის და თავის ტვინის სიღრუეების შემაერთებელი თხევადი გარემო) მოხვედრის საშუალებას იძლევა, რომელიც ტვინის უჯრედებიდან ისეთ ტოქსინებს «გამორეცხავს», როგორიც ბეტა ამილოიდები (Aβ) არის. ეს ნივთიერება ტვინში სიფხიზლის დროს გროვდება და დროთა განმავლობაში, ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკებს ზრდის. ამ დაავადების თავიდან აცილების და აღნიშნული პროცესის გააქტიურების ერთადერთი ხერხი კი — ღრმა ძილის ფაზაში გადასვლა არიც, რაც დაძინებიდან, რამდენიმე საათის შემდეგ ხდება... და კიდევ, ამ ფაზაში გადასვლა არ შეიძლება დღის საათებში ჩაძინების დროს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმრთელობისთვის, დღის ძილიც სასარგებლოა. არხის სხვა სიახლეები:1. რატომ იჩხუბეს სტალინმა და ჟუკოვმა ხალიჩების და დივნების გამო 2. ანტიდედამიწა – პლანეტა გლორია 3. შემთხვევები, როდესაც ბუნებამ თავისი ძლიერი და საშიში მხარე გვაჩვენა (20 ფოტო) 4. მცენარეები, რომლებიც სახლს სიღარიბისგან და პრობლემებისგან იცავენ 5. ძველი ცივილიზაციების 10 ყველაზე საოცარი დამთხვევა (პირამიდა, გირჩი, სპირალი, სვასტიკა...) 6. ებრაელები ძველ ეგვიპტეში არასდროს ყოფილან — ამტკიცებენ არქეოლოგები 109 3-ს მოსწონს
|