Quiz თავსატეხი "3 შუქურა": როდის აინთება 3-ვე შუქურა ერთდროულად? - აბა, თუ ამოხსნით?! 2021, 28 მარტი, 20:54 პირობა: სანაპიროზე 3 შუქურა დგას. მათგან პირველი ანთია 3 წამის განმავლობაში და შემდგომ ჩამქრალია 3 წამის განმავლობაში. მეორე შუქურა ანათებს 4 წამის განმავლობაში და მერე ქრება 4 წამით. მესამე შუქურა ანთია 5 წამის განმავლობაში და ქრება 5 წამით. სამივე შუქურა თავდაპირველად ინთება ერთი და იმავე დროს, ანუ ერთდროულად. კითხვა: 1.პირველად როდის, ანუ რამდენ ხანში გამოირთვება სამივე შუქურა ერთდროულად? 2.როდის აინთება სამივე შუქურა ერთდროულად? სწორი პასუხი: სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ პრობლემა აქ გამოთვლა არაა. თუ უცებ ვერ ამოხსნით, არ დაიბნეთ. მინიშნებას, "ნამიოკს" მოგცემთ: როდესაც პრობლემის ამოხსნას ცდილობთ, დახაზეთ გრაფიკი, ან ცხრილი თითოეული შუქურასათვის, სადაც თითოეულ სტრიქონზე გამოჩნდება შუქურას ჩართვა-გამორთვის გრაფიკი, თანმიმდევრობა. მზად ხართ პასუხის გასაცემად? თუ დიაგრამა, ან გრაფიკი დახაზეთ, მაშინ დაინახავთ, რომ პირველად ყველა შუქურა ერთდროულად ქრება პირველი ჩართვიდან 6 წამის მერე. პირველი კითხვის პასუხიც ნაპოვნია: 6 წამი. იმისათვის, რომ გავიგოთ, როდის ჩაირთვება ისევ სამივე შუქურა ერთდროულად, ამისათვის უნდა ვიცოდეთ, რამდენად ხშირად ანათებს თითოეული მათგანი? თითოეული შუქურას ნათების დროის გათვალისწინებით, მარტივად გამოვითვლით, რომ პირველი შუქურა ყოველ 6 წამში ერთხელ ინთება, მეორე - ყოველ 8 წამში, მესამე - ყოველ 10 წამში ერთხელ. ჩვენ შეგვიძლია, გავიგოთ, როდის ინთება ერთდროულად სამივე შუქურა. ამისათვის ყველა დასახელებული რიცხვის: 6, 8 და 10-ს უმცირესი საერთო ჯერადი უნდა ვიპოვოთ. ასეთია 120. სამივე შუქურა ერთდროულად ინთება პირველი ჩართვიდან 120 წამის, ანუ 2 წუთის მერე.
პასუხი: 1-ლი კითხვის პასუხი: 6 წამი. მე-2 კითხვის პასუხი: 120 წამი (2 წუთი). 131 1-ს მოსწონს
|