x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ფანებმა ვეღარ იცნეს ტინა ტერნერი,შვილის სუიციდის და ავადმყოფობის შემდეგ(ფოტო)
image


დრო არავის ინდობს და არც ტინა ტერნერია გამონაკლისი, ის უკვე ლეგენდაა და როკ-ნ-როლის დედოფალი. თუმცა სხვებისგან განსხვავებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტინას მძიმე პერიოდის გავლა მოუწია. ჰიტების The Best და We Don’t Need Another Hero-ს შემსრულებელმა გადაიტანა ინსულტი, თირკმლის გადანერგვა და ბოლოს ებრძოდა კიბოს. დამარხა საკუთარი ვაჟი, რომელმაც თავი მოიკლა.



ახლა კი ვარსკვლავმა ყოველივე ამის შემდეგ გარისკა და გამოჩნდა სახალხოდ, უნდა აღონიშნოს, რომ ფანებმა იგი ვეღარ იცნეს და არცაა გასაკვირი ამდენი განსაცდელის შემდეგ.



საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე როკ-ენ-როლის დედოფალმა დაანონსა დოკუმენტური ფილმის "ტინა" გამოსვლის შესახებ და გაავრცელა ფოტო, რომელშიც ის მისაღებში, დიდი ეკრანის წინ დგას. იმის გათვალისწინებით, რომ ვარსკვლავის აკაუნტზე ძალზე იშვიათად ხდება განახლება, ეს ფოტო ნამდვილი საჩუქარი გახდა თაყვანისმცემლებისთვის.


image

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ფილმს გიზიარებთ - საკონცერტის სცენების ყურებამ ჩემი ცხოვრების რამდენიმე მომენტის ხელახალი გაცდები აღმიძრა, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ!"-აღნიშნა მომღერალმა.


მანამდე, 81 წლის ამერიკელი მომღერალი.რვაგზის "გრემის" მფლობელი თაყვანისმცემლებს დაემშვიდობა და კარიერის დასრულების შესახებ აუწყა:

"ხალხი ამბობს, რომ ჩემი ცხოვრებით და ჩემი გამოსვლებით აღტაცებულები არიან. დიახ და მე ამით უნდა ვამაყობდე. და მე ვამაყობ კიდეც", - განაცხადა ტინა ტერნერმა

0
96
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0