x
image
თუთიკო ბერძენა
საქართველოში მამაკაცები უკვე სექსიზმის მსხვერპლნი არიან! რატომ მივყავართ ფემინიზმს ქალთა პრივილეგირებულობისაკენ

image

ადრე ქალი ვალდებული იყო მამაკაცის წინაშე, მამაკაცი - ღმერთის წინაშე. ფემინისტებმა ღმერთი შეცვალეს ქალით თან ყოვლისშემძლე ქალით... ვირად ქცეული ქალით...
ქრისტიანებად ვრჩებით სახელად, საქმით კი "ორი ბატონის სამსახურში" ვართ.... თუმცა ქრისტიანობა არ მოუწოდებს მამაკაცს ქალზე ძალადობისკენ და არც პირიქით, რა თქმა უნდა.
ეს ფემინიზმი, რასაც ვხედავთ, მიზნად არ ისახავს თანასწორობას... თანასწორობას ახასიათებს თანაბარი უფლებები და პასუხისმგებლობები. კაცთა მიმართ ძალადობა ქალთა მიმართ ძალადობასთან შედარებით ნაკლებად სერიოზულად არ უნდა აღიქმებოდეს .
ქალის უდანაშაულობაზე პერმანენტულმა აქცენტირებამ ან ქალთა მიმართ თანაგრძნობამ შეიძლება ისეთ პრობლემებამდე მიგვიყვანოს, როგორიცაა ერთნაირი დანაშაულისთვის ქალებისა და მამაკაცების განსხვავებულად დასჯა, კაცთა მიმართ თანაუგრძნობლობა, ქალებისგან ამ პრივილეგიის ბოროტად გამოყენება - (მამაკაცების პროვოცირება, მათ ფსიქოლოგიაზე ზეწოლა, მათი ფიზიოლოგიით მანიპულირება... და მერე ყურებით დაჭერა და დაშანტაჟება).
ქალის მიერ კაცზე ძალადობა ფემინისტებთან თითქმის არ განიხილება და დახურული თემაა! რატომ?
თუ თანასწორობაა, გათანასწორეს პენსია, სამხედრო სამსახურის ვალდებულება და ყველაფერი.
არაფერში მჭირდება პრივილეგიები ქალობის გამო...
შურაცხმყოფელია ფემინისტური პრივილეგიები გენდერის გამო! და ზუსტად ამ ფემინისტური მოძრაობების გამო ვიქეცით საქმით და ფუნქციებით ნამდვილ ვირებად ქალები და დაკნინდნენ მამაკაცები ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც.
თუ თანასწორობაზე ვსაუბრობთ, იყოს რეალური თანასწორობა და არა პროვილეგირებული ერთი რომელიმე სქესი თანასწორობის სახელით.
საქართველოში მამაკაცები უკვე ლამის სექსიზმის მსხვერპლი არიან! ამის იქით უფსკრულია... ქალსა და მამაკაცს შორის ჰარმონიული ურთიერთობისთვის გამზადებული უფსკრული.
აშშ ფსიქოლოგიის დოქტორი ჰელენ სმიტი :"ქალთა უფლებების დამცველმა აქტივისტმა ქალებმა მოითხოვეს კანონები, რომლებიც აადვილებს მამაკაცების ბრალდებას სექსუალური ძალადობის ფაქტზე, რაც ადრე არასაკმარის მტკიცებულებად ითვლებოდა. ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონით სერიოზულად შეირყა მტკიცებულებების ტრადიციული სამართლებრივი სტანდარტები.
მამაკაცის უფლებები შემოიფარგლება ქალის პატიოსნებით. თუ ქალი ამბობს, რომ მამაკაცი ძალადობს მამაკაცზე ოჯახში, ეს უკვე მტკიცებულებაა . ქალებს შეუძლიათ მხოლოდ თითი გამოიშვირონ თქვენკენ და ეს უკვე მტკიცებულებაა
ადრე ქორწინებაში მამაკაცებს უფრო მეტი სიტყვა ეთქმოდათ, ეს არასწორი იყო, მაგრამ დღეს მამაკაცებს გაცილებით ნაკლები უფლებები აქვთ, ვიდრე ქალებს და ეს ასევე უსამართლოა.
image
ქალებს არ ესმით, რომ მამაკაცების დისკრიმინაცია საბოლოო ჯამში ისევ ქალებთან ომია”, - იცინის ჰელენ სმიტი.«აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ომი მიმდინარეობს მამაკაცების წინააღმდეგ, მე ფემინისტი ვარ, რადგან მჯერა თანასწორობის, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს ქალთა უპირატესობას. მოხდა ისე, რომ თანასწორობისთვის კანონიერი მოძრაობა გადაიქცა მთლიან პოლიტიკურ სისტემად, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რომ ქალებს აქვთ განსაკუთრებული პრივილეგიები და რაც უფრო მეტი პრივილეგია აქვთ, მით მეტი უფლებაც აქვთ"


1
90
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
90
  
2021, 29 მარტი, 2:33
მადლობა თუთიკო!
0 1 1