x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ვიბრძვით ზურას სიცოცხლის გადასარჩენად“ - პოეტი ზურა რთველიაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი
image


ქართველი პოეტი ზურაბ რთველიაშვილი თრომბის დიაგნოზით თბილისში, ავერსის კლინიკაშია მოთავსებული, ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე, მწერალი ირაკლი კაკაბაძე ავრცელებს.' როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, მას ფინანსური დახმარებაც ესაჭიროება. ფეისბუქზე მისი კოლეგები წერენ, რომ ახლადდანიშნული კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მას დაეხმარა, რისთვისაც მისი ახლობლები მადლობას უხდიან.


სოციალურ ქსელში სხვადასხვა პოეტები მის დასახმარებლად აქტივობებს გეგმავენ და თანხის მობილიზებას ცდილობემ.


"ქართული პოეზიის სინდისი და ნამუსი ზურა რთველიაშვილი თრომბის დიაგნოზით ავერსის კლინიკაშია. დიდი მადლობა თეა წულუკიანს გულისხმიერებისთვის. ვიბრძვით ზურას სიცოცხლის გადასარჩენად, " - წერს ირაკლი კაკაბაძე.



ზურაბ რთველიაშვილი დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილთან და სხვებთან ერთად. 2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, სადაც რამდენიმე წელი იცხოვრა და შემოქმედებით მოღვაწეობას აქტიურად ეწეოდა. ის საქართველოში მეამბოხე პოეტად არის ცნობილი.

0
141
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0