x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რატომ იჩხუბეს სტალინმა და ჟუკოვმა ხალიჩების და დივნების გამო

ჟუკოვმა დასავლეთის ფრონტის ხელმძღვანელობა მაშინ ჩაიბარა, როდესაც მოსკოვის მისადგომებთან გერმანელები იდგნენ. მაშინ მის წინაშე მხოლოდ ერთი მიზანი იყო — მტერი უნდა შეეჩერებინა! მოსკოვის ევაკუაციის ბრძანება უკვე ხელმოწერილი იყო, მაგრამ ჟუკოვმა სტალინი დაარწმუნა, რომ გერმანელების არმიას ქალაქში შემოსვლის უფლებას არ მისცემდა... დედაქალაქი ადგილზე დარჩა, ხოლო ჟუკოვმა პირობა შეასრულა.


image


ამ შემთხვევის შემდეგ, ჟუკოვმა სტალინის იმდენად დიდი ნდობა მოიპოვა, რომ ის თავის მოადგილეთაც კი დანიშნა. სწორედ სტალინის ძალისხმევით ხვდებოდა ჟუკოვი ყველაზე მნიშვნელოვან ოპერაციებზე, რაც მას, უფრო მეტად წარმატებულს ხდიდა. სწორედ ჟუკოვის სახელს უკავშირებდნენ წითელი არმიის ყველა დამსახურებას. დროთა განმავლობაში, ჟუკოვი იმდენად თავდაჯერებული გახდა, რომ წინააღმდეგობას ვეღარ იტანდა. «მე დავუმტკიცე სტალინს და მან თანხმობა მომცა» — ამ ფრაზას ამბობდა ქვეყნის «მთავარი მარშალი», ვინმეს პროტესტის, ან მისი გეგმის კრიტიკის შემთხვევაში.
თუმცა, მას შემდეგ რაც ომი დასრულდა და ჟუკოვი «გამარჯვების მარშალი» გახდა, მას და სტალინს შორის ურთიერთობა შეიცვალა.
ჟუკოვი და სხვა მარშლები, წითელი არმიის გამარჯვების შემდეგ, გმირებად და წარმატებულ ფიგურებად იქცნენ. მათ არც სახელი აკლდათ და არც დიდება... ბელადმა კი, სრულიად სამართლიანად გადაწყვიტა, რომ ისინი მისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. სახალხო გმირების რეპრესირება მას არ შეეძლო და ამიტომ, მან სხვა გზას მიმართა... ყველაზე მეტი კი, ჟუკოვს მოხვდა, რომელშიც სტალინი, მხოლოდ სამხედრო ნიჭს კი არა, ლიდერის თვისებებსაც ხედავდა.
უკვე 1946 წელს, სტალინმა ჟუკოვი კვარცხლბეკიდან უბრალოდ კი არ ჩამოაგდო, არამედ, ეს მაქსიმალურად დამამცირებელი ხერხით გააკეთა — «ნადავლის საქმეს» იმ ადამიანის ბუნების მეორე მხარე უნდა ეჩვენებინა, რომელმაც ფაშისტური გერმანიის კაპიტულაცია ჩაიბარა.
ჟუკოვის მიმართ ბრალდების საფუძველს, ფაშისტური არმიის დამარცხების შემდეგ, ევროპიდან დიდი რაოდენობით ფუფუნების ნივთების წამოღება წარმოადგენდა. თავის მხრივ, გერმანიიდან ავეჯის, ხალიჩების და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების ჩამოტანის ფაქტს, არც ჟუკოვი უარყოფდა. მაგრამ, ის დამნაშავედ თავს მხოლოდ იმაში გრძნობდა, რომ ამის შესახებ ხელმძღვანელობას არ აცნობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, — სტალინთან ახალი დივნებით და ხალიჩებით არ დაიტრაბახა.
საქმის განხილვის შემდეგ, ჟუკოვი დააქვეითეს და შორეულ სამხედრო ოკრუგში გაგზავნეს. ჟუკოვისთვის ეს ვითარება მეტად მტკივნეული იყო. მაგრამ, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. ის სასწრაფოდ მოსკოვში გამოიძახეს და მისდამი არსებული ძველი პრეტენზიები დაივიწყეს... და საერთოდ, იყო კი ჟუკოვი დამნაშავე?

ევროპიდან საბჭოთა არმია ნადავლით ხელდამშვენებული დაბრუნდა და ეს, იმ პერიოდში, ნორმად ითვლებოდა! ამასთან, თითოეულ ჯარისკაცს იმდენი მოჰქონდა, რამდენის წამოღებაც შეეძლო... და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჟუკოვმა, მოროდიორობის ბრალდების წაყენების შემდეგ, განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც მან საკუთარი ოჯახისთვის გერმანიიდან ჩამოიტანა, თავისი ფულით შეიძინა. ხოლო, მარშლის შემოსავალი, მის სიტყვებში ეჭვის შეტანის საფუძველს ნამდვილად არ იძლეოდა — მას მართლაც შეეძლო გერმანიაში ხალიჩების და ძვირფასეულობის შეძენა. მაგრამ, მეორეს მხრივ, რთული წარმოსადგენია, გერმანიის სრული განადგურების შემდეგ, როგორ ყიდულობს ჟუკოვი, ევროპაში ჩასული ტურისტივით, რაღაც ნივთებს!.. ან მტრის მიერ, ბერლინის აღების მომდევნი დღეებში, რომელი ჭკუადმყოფელი გააღებდა მაღაზიას?!


P. S. 2008 წლის ომის შემდეგ კი, ეს ჩვენთვის, განსაკუთრებით დაუჯერებელია!..


imageimage




imageimageimageimageimageimageimage






2
2168
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2168
  
2021, 29 მარტი, 14:48
მათხოვრები..უნახავები..მხეცები....(ვიდეო)
2021, 28 მარტი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2