სხვა მექსიკაში დაკავებული ყალბი რუსული ვაქცინის ექსპორტიორები ხელისუფლებას გაეპარა 2021, 25 მარტი, 12:06 მანამდე ამპულები ადგილობრივ პროკურატურას გადაეცა. მექსიკაში დაკავებული, ჰონდურასის მოქალაქეები, რომლებიც კერძო თვითმფრინავით, ყალბი რუსული ვაქცინა Sputnik V -ის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ, სამართალდამცავებს დაუსხლტნენ ხელიდან. ამის შესახებ ადგილობრივი გენერალური პროკურატურა იუწყება. -მექსიკის საბაჟო ოფიცრებმა თვითმფინავი და მაცივარი ამპულებით გადასცეს პროკურატურას, ამასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.მიგრაციის სამსახურს სთხოვეს გაეცათ საემიგრაციო უწყებები მფრინავზე და სასტუმროში განთავსებულ მგზავრებზე, მაგრამ ისინი გაიქცნენ “, - ნათქვამია სააგენტოს Twitter- ის გვერდზე. შეგახსნებთ, გასულ კვირას მექსიკაში, სამხრეთ შტატის კამპეჩეს აეროპორტში დააკავეს კერძო თვითმფრინავი Cessna, რომლის ბორტზე იპოვნეს ათასზე მეტი ამპულა, მარკირებული, როგორც COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik Vი. დაკავების მომენტში ბორტზე შვიდი ჰონდურასის მოქალაქე იმყოფებოდა. ადგილობრივი მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ფოტოსურათებიდან ჩანს, რომ ჩამორთმეული წამლის ამპულაში რუსულენოვან წარწერებში ორთოგრაფიული შეცდომაა დაშვებული. მაგალითად, ვაქცინის სახელი დაწერილია როგორც "Гма-КОВИД-Вак", არა და უნდა იყოს «Гам-КОВИД-Вак". რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდის (RDIF) ცნობით, ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ვაქცინა ყალბია - კონტეინერების და ეტიკეტის დიზაინი განსხვავებულია. ფონდმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული ვაქცინის თითოეულ ამპულას აქვს ინდივიდუალური QR კოდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაადგინოთ მისი წარმოშობა. 62 6-ს მოსწონს
|