x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ორიოდე წელიწადში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა გვექნება- კომპანია BioNTech-ი
image

მეცნიერი, რომლის კომაპნიამაც ტენდერში გაიმარჯვა და პირველმა მიაწოდა მსოფლიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ამბობს, რომ ადამიანები უნდა დარწმუნდნენ, რომ ვაქცინები უსაფრთხოა და ამის მიღმა გამოყენებული ტექნოლოგია მალე გამოყენებული იქნება სხვა გლობალურ დაავადებასთან- კიბოსთან საბრძოლველად.


ოზლემ თურეჯიმ, რომელმაც მეუღლესთან ერთად დააფუძნა გერმანული კომპანია BioNTech, მუშაობდა იმაზე, თუ როგორ გამოეყენებინათ სხეულის იმუნური სისტემა სიმსივნის საწინააღმდეგოდ, როდესაც მათ გასულ წელს შეიტყვეს ახალი უცნობი ვირუსის შესახებ.


ერთხელაც საუზმეზე წყვილმა გადაწყვიტა ტექნოლოგია, რომელსაც ორი ათწლეულის განმავლობაში იკვლევდნენ, ახალი საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოეყენებინათ.მას უწოდეს "Lightspeed Project".



ოზლემ თურეჯი, რომელიც გერმანიაში თურქ ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, განაცხადა, რომ კომპანია, რომელსაც თანამშრომლები ჰყავს 60 ქვეყანაში, თავიდანვე მიმართა სამედიცინო ზედამხედველ ორგანოებს, რათა უზრუნველყოთ, რომ ახალი ტიპის ვაქცინას მკაცრი ტესტირება გაევლო.


”წამლის ან ვაქცინის დამტკიცების პროცესი არის ნორმა, როდესაც მრავალი კითხვა ისმება, ბევრი ექსპერტი მონაწილეობს და ყველა მონაცემი და სამეცნიერო დისკუსია განიხილება რეგულარულად”, - ამბობს ოზლემი.


თურეჯი უარყოფს გავრცელებულ პრეტენზიას, რომ ვაქცინების მწარმოებლებმა "მოჭრეს კუთხეები" (დააჩქარეს წამლის წარმოება), წერს Times Of Israel.


"ძალიან რთული პროცესია და ის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ ის არ წყდება”, - თქვა მან.


”სინამდვილეში, ეს გრძელდება მთელ მსოფლიოში, სადაც მარეგულირებელი ორგანოები იყენებენ ანგარიშგების სისტემებს, რათა შეამოწმონ და შეაფასონ ჩვენი ან სხვა ვაქცინებთან დაკავშირებული ნებისმიერი დაკვირვება.”

image

ვაქცინები, რომლებიც დამზადებულია BioNTech-Pfizer– ისა და ამერიკელი კონკურენტის Moderna– ს მიერ, იყენებენ მესენჯერ რნმ- ს ან ი-რნმს, რათა გაუგზავნონ ინსტრუქცია ადამიანის სხეულს, შექმნას ცილები, რომლებიც სპეციფიკურ ვირუსზე შეტევას განახორციელებს(ამ შემთხვევაში კოვიდ-19-ზე). იგივე პრინციპით შეიძლება გამოყენებულ იქნას იმუნური სისტემა სიმსივნის საწინააღმდეგოდ.


”ჩვენ გვაქვს ი-რნმ-ზე დაფუძნებული კიბოს რამდენიმე სხვადასხვა ვაქცინა, ” - თქვა თურეჯიმ, BioNTech– ის მთავარმა ექიმმა. მეცნიერი იმედოვნებს, რომ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინას ორიოდე წელიწადში მიიღებენ.



0
192
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0