x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჯანმოს ექსპერტებმა კორონავირუსის წარმოშობის წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნეს
image

ჯანმო-ს საბოლოო დასკვნა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ჯერ კიდევ ნაადრევია, თუმცა მეცნიერები უკვე საუბრობენ წინასწარი დასკვნების შესახებ. უხანის ბაზარზე გასაყიდი ციბეტები(იგივე ვივერა) შეიძლება გამხდარიყო ვირუსის შუალედური რგოლი.


ნელნელა იკვეთება თავდამოპირველი ვერსია, რომელიც ვირუსის გავრცელებისთანავე გამოითქვა, SARS-CoV-2 კორონავირუსის გაჩენისა და გავრცელების მიზეზი შეიძლება იყოს ველური ცხოველებით ვაჭრობა უხანის ბაზარზე, Bloomberg-ის მიერ გამოკითხულ მეცნიერთა აზრით, ერთ-ერთი ცხოველი, რომელიც იყიდებოდა ბაზარზე, გახდა შუალედური გადამცემი, რომელიც ღამურადან ადამიანებს გადაეცა.

image


ჩინეთში ჩატარებული ჯანმოს გამოძიების შედეგების გამოქვეყნება, რომელიც მთელი ზამთარი მიმდინარეობდა, დაგეგმილია ამ კვირაში. თმცა, ეს შედეგები საბოლოო არ იქნება, ექსპერტები ჩაატარებენ დამატებით შემოწმებებს, მათ შორის ჩინეთის ფარგლებსგარეთ, რათა დადგინდეს კორონავირუსის გავრცელების გზები.

image

გამოძიების შედეგად ვირუსის გადაცემის ორ მთავარ წყაროდ დასახელდა ღამურები და მცირე ზომისმტაცებელი ძუძუმწოვარა ციბეტები, რომლებიც ხშირად იყიდება ჩინეთის ბაზარზე. სავარაუდოდ, უხანის ბაზარზე ღამურების კონტაქტის შემდეგ ციბეტები გახდა შუალედური გადამცემი, საიდანაც SARS-CoV-2 გადაედო ადამიანებს. ამავე დროს, აღნიშნავს Bloomberg, ამ ვერსიასთან დაკავშირებით კითხვები კვლავ რჩება - უხანის ბაზარზე დაინფიცირებული ცხოველების გამოვლენამდე COVID-19– ის პირველი ცნობილი შემთხვევა დაფიქსირდა უხანის ბაზრის გარეთ.


image

ამერიკელი მკვლევარის, ჯოელ ვერტჰეიმის მიერ წამოყენებული ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, შესაძლოა ვირუსის გადაცემა რამდენჯერმე მოხდა ცხოველებიდან ადამიანზე. პირველ შემთხვევებში ინფექციების ჯაჭვი წყდებოდა, მაგრამ უხანის ბაზარზე კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და უკვე ადამიანიდან ადამიანს გადაედო.

0
379
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0