სხვა ,,დისნეის პრინცესები" სერიოზული ფსიქიკური აშლილობებით- მოემზადეთ ბავშვური ფანტაზიის გასაქარწყლებლად 2021, 22 მარტი, 12:26
შიზოფრენია არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ჰალუცინაციები, პარანოული ბოდვები, პათოლოგიური მოძრაობის ფუნქციები და ნეგატიური სოციალური ქცევა. მიუხედავად იმისა, რომ დაგვაჯერეს, ვითომ ალისამ ჯადოსნურ სამყაროში შესასვლელი იპოვა, სავარაუდოდ, იგი შიზოფრენიით დაავადდა. აშლილობა ხშირად ვითარდება მოზარდობის პერიოდში, მაგრამ შეიძლება დაემართოთ ბავშვობსაც, თუმცა იშვიათად. ალისა ესაუბრება კატას და ჰაერში მოცურავე მუხლუხოებს. მას ეჩვენება, რომ მისი სხეული ზომაში იზრდება ან მცირდება და იგი დარწმუნებულია, რომ ეს სამყარო რეალურია, მიუხედავად ყველა ალოგიკური ფენომენისა, რაც მასში ხდება... რას იტყვით? ბიპოლარული აშლილობა, იგივ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, არის ფსიქიური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს ხასიათის რადიკალური ცვლილებები ახასიათებს და დეპრესიული ხდება. მანიის ფაზაში ადამიანი ხდება იმპულსური, მიდრეკილი რისკიანი ქცევისკენ და არ ფიქრობს მისი მოქმედების შედეგებზე. მულტფილმში ჟასმინი უცნობთან ერთად ხტება მფრინავ ხალიჩაზე, სახლიდან გარბის, ვაშლებს იპარავს. დეპრესიის დროს ადამიანი ნერვიული ხდება, სურს დარჩეს მარტო და თავს სუსტად გრძნობს., ჟასმინი უარყოფს თავის პოტენციურ საქმროებს, ესაუბრება ერთადერთ მეგობარს, ვეფხვს და სხვადასხვა მიზეზების გამო ტირის. იმის გათვალისწინებით, რომ გოგონამ მთელი ცხოვრება ციხესიმაგრეში გამოკეტილმა გაატარა, ანა გამოირჩევა ჰიპერაქტიურობით. ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიურობის აშლილობას სამი გამორჩეული სიმპტომი ახასიათებს: ყურადღების ნაკლებობა, ჰიპერაქტიურობა და იმპულსურობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანს უჭირს კონცენტრაცია, მას არ შეუძლია ერთ ადგილას იჯდეს და არ ფიქრობს თავის ქმედებებზე. გოგონა დივანზე ხტის, პირს შოკოლადით ივსებს, გამუდმებით ბორძიკდება, აღფრთოვანებულია ნებისმიერი წვრილმანით, საუბრობს ძალიან სწრაფად და იღებს მამაკაცის შეთავაზებას, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე საათი იცნობს. წარმოიდგინეთ, დაბადების დღე გაქვთ, კარგ ხასიათზე ხართ და ტყეში სეირნობთ. გზაში ლამაზ პრინცს ხვდებით და გიყვარდებათ. მოგვიანებით, გეუბნებიან, რომ უნდა იქორწინო მასზე, ვინც არასდროს გინახავს და ამის გამო ვეღარ ნახავ იმ ლამაზ უცხო ადამიანს. ალბათ ეს არის ერთგვარი წყევლა, ან იქნებ ეს მხოლოდ ძირითადი დეპრესიული აშლილობაა, რაც გამოიხატება მოტივაციის ნაკლებობით და შრომის, ჰობის და ხალხისადმი ინტერესით. ზოგჯერ ეს გამოხატულია ჰიპერზომნიით - პათოლოგიური ძილიანობით. ატელოფობია, ანუ არასრულყოფილების შიში, არის შფოთვითი აშლილობა, როდესაც ადამიანს სჯერა, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებს. როგორც წესი, ატელოფობი მიზნად ისახავს რაიმეს და თავს არასრულფასოვნად გრძნობს, თუ შედეგმა არ გაამართლა. ამის გამო ადამიანს ხშირად აქვს გაუცხოების გრძნობა. მულანი, რომელსაც არ სურს მორჩილი ცოლის როლში იყოს, ჯარში წასვლით ოჯახის ღირსების დაბრუნებას გადაწყვეტს. იქ ის თავს მშვიდად არ გრძნობს, მუდმივად ცდილობს თქვას რამე და ყველაფერი სწორად გააკეთოს, მაგრამ უშედეგოდ. საკუთარი თავის რწმენას კი მხოლოდ მულტფილმის ბოლოს იძენს. შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანები მუდმივად განიცდიან არასრულფასოვნების გრძნობას. მათ სჯერათ, რომ ისინი ადაპტირებულნი არ არიან საზოგადოებაში, არიან გაუცხოებულები და ცდილობენ თავიდან აიცილონ სხვებთან ურთიერთობა. მულტფილმის უმეტეს ნაწილში ელზა ცდილობს დამალოს ემოციები და საკუთარი თავი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, იგი იმალება თავის ოთახში, ციხესიმაგრეში, იკეტება, უარს ამბობს სხვებთან საუბარზე და დასაც, ანასაც კი დაშორდება. მოგვიანებით იგი მიტოვებულ მთაზე ყინულის სასახლეში გადადის. მართალია, არავინ იცის სინამდვილეში შფოთვითი აშლილობის მიზეზი, მაგრამ ითვლება, ფესვები ბავშვობაში იმალება. ამ შემთხვევაში, მიზეზი შეიძლება იყოს ის შემთხვევა, როდესაც ელზამ ბავშვობაში თითქმის მოკლა თავისი და და შემდგომ მშობლების რეაქცია ამ შემთხვევის გამო. კონკიას აქვს გარკვეულწილად პასიური, სხვაზე დამოკიდებული ხასიათი და მორჩილება. ყველაფერი ეს მიანიშნებს პიროვნული დამოკიდებულების აშლილობაზე. ეს დიაგნოზი დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუდმივი მოვლა სჭირდება და ხშირად ბავშვებში ვითარდება განშორების შფოთვითი აშლილობის ფონზე. ასე დაემართა კონკიას, რომელსაც მამა გარდაიცვალა და თავის ბოროტ დედინაცვალთან დარჩა. დედინაცვალის სასტიკი ხასიათის მიუხედავად, კონკია არ ტოვებს ოჯახს, იგი ემორჩილება მის ბრძანებებს, სანამ ფერია, შემდეგ კი პრინცი მასზე ზრუნვას არ იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ პოკაჰონტასი იყო დისნეის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული გმირი, დიაგნოზის დასმა მაინც შესაძლებელია. პიროვნების ისტერიულ აშლილობას ახასიათებს ყურადღების მუდმივი საჭიროება, აგრეთვე ყალბი ან შეუსაბამო მოქმედების ტენდენცია, სხვისი ყურადღების მისაქცევად. მიუხედავად იმისა, რომ ამ აშლილობის მქონე ადამიანები შესანიშნავად საუბრობენ, ისინი ცდილობენ სხვების მანიპულირებით მიიღონ ის, რაც მათ სურთ და შეიძლება სხვებიც დაასევდიანონ. პოკაჰონტასმა ომის პროვოცირება მოახდინა, დაარწმუნა ყველა თავისი შეხედულებების სიმართლეში და დრამატულად გარბოდა თავისი შეყვარებულისკენ ყოველ მოსახერხებელ მომენტში. რაპუნცელის ამბავი, რომელიც ძმები გრიმების ზღაპარზეა დაფუძნებული, ეკრანებზე 2010 წელს გამოჩნდა და მაშინვე მოიპოვა მრავალი მაყურებლის გული. ბევრს შეუყვარდა ემოციური, ორიგინალური, ოდნავ არასრულყოფილი, მაგრამ არა უმწეო რაპუნცელი. ამასთან, თუ კარგად დააკვირდებით, არსებობს სტოკჰოლმის სინდრომის უგულებელყოფილი შემთხვევა - აშლილობა, როდესაც ადამიანს უვითარდება ემოციური დამოკიდებულება მასთან, ვინც გაიტაცა ან მძევლად აიყვანა. “დედა გოტელი", რომელმაც რაპუნცელი გაიტაცა ბავშვობაში, აჩვენებს პასიურ-აგრესიულ ქცევას და ემოციურ ძალადობას გოგონას მიმართ. მას შემდეგაც კი, რაც რაპუნცელმა შეიტყო მისი ტყუილების შესახებ, იგი მაინც განიცდის დანაშაულის გრძნობას, სიყვარულს მაშინაც კი, როდესაც ქალი კვდება. არიელი ყოველთვის თეთრი ყვავივით იყო დებს შორის და მუდმივად რაღაც უსიამოვნებებში ეხვეოდა. ამავე დროს, იგი ავლენს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომებს. თავდაპირველად, იგი ჩაციკლული ხდება პრინც ერიკზე, როდესაც მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი და ძალიან სწრაფად თანხმდება ურსულას შეთანხმებაზე თავისი ხმის სანაცვლოდ. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად თანახმა არიან გაჩუმდნენ სოციალურ სიტუაციებში, რადგან ეშინიათ, მათ შეიძლება რაიმე შეუსაბამო თქვან.
242 2-ს მოსწონს
|