ბიოგრაფია სლენდერმანის ნამდვილი ამბავი - რა მოხდა სინამდვილეში? 2021, 24 მაისი, 13:24 საიდან გაჩნდა სლენდერმანი? - 2009 წლის ივნისში, Something Awful- ის ფორუმზე ფორუმის ერთ – ერთმა მომხმარებელმა, პროექტის ფარგლებში, გამოაქვეყნა ფოტოსურათი, წარწერით: - ”წასვლა არ გვინდოდა, მათი მოკვლაც არ გვინდოდა, მაგრამ მისმა ჯიუტმა სიჩუმემ და გაშლილმა მკლავებმა ერთდროულად შეგვაშინა და დაგვარწმუნა ... (1983 წ) ფოტოგრაფი უცნობია, სავარაუდოდ მკვდარია”. ახლა გადავიდეთ სლენდერმანის რეალურ ისტორიაზე, ვნახოთ რა მოხდა სინამდვილეში?... სლენდერმანს სიმონი ერქვა, მას ბავშვობიდანვე მოსწონდა ტყეში თამაში და არც სიბნელის ეშინოდა. ერთ საბედისწერო დღეს, როდესაც ის ჯერ კიდევ 10 წლის იყო ხანძრის შედეგად ოჯახის ყველა წევრი დაეღუპა. გადარჩენილი მხოლოდ სიმონი იყო. სიმონმა თავს ტყეში გაქცევით უშველა, რა დროსაც მიაგნო პატარა ქოხს სადაც მისი შორეული ნათესავი ცხოვრობდა, მოხუცებულმა ქალბატონმა სიმონი შეიფარა და მასზე ზრუნვა დაიწყო... მოხუც ქალთან ერთად ცხოვრობდა მისი ქალიშვილი ანჯელინი, პატარა სიმონი მათი ოჯახის მესამე წევრი გახდა. პატარა ანჯელინი და სიმონი ერთად იზრდებოდნენ 17 წლის ასაკში მათ უკვე ერთმანეთი შეუყვარდათ და ხშირად სეირნობდნენ ტყეში. ერთ დღეს გოგონა დაიკარგა, აღელვებულმა სიმონმა ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, გოგონა ტყის ბნელ მხარეში მწოლიარე მდგომარეობაში იპოვა. გოგონას ქოხში მიყვანისას გრენიმ(ანჯელინის დედა, სიმონის შორეული ნათესავი, მოხუცებული ქალბატონი) დაიწყო გოგონას განკურნება, ფეხები შეუხვია და ელოდებოდა, თუ როდის გაახელდა თვალებს... როდესაც ანჯელინმა თვალები გაახილა, ოჯახის წევრებს გადახდენილი საშინელების შესახებ უამბო:
"დავინახე როგორ მომდევდა ბასრკბილებიანი შავი ძაღლი მან მე მიკბინა და დამწყევლა. ჩემთან ერთად ჩვენი მომავალი ქალიშვილი, სლედრინიც დაიწყევლა". ამ ამბის შემდეგ სიმონმა და ანჯელინიმ ტყისგან მოშორებით ცალკე დაიწყეს ცხოვრება. მათ ეყოლათ ქალიშვილი სლედრინიც, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო და წყევლის არაფერი ეტყობოდა იქამდე, სანამ ის 14 წლის გახდებოდა... ერთ დღეს პატარა სლედრინა და სიმონი ტყეში სეირნობდნენ, რა დროსაც მათ ანჯელინის სახე გამოეცხადათ. შეშინებულმა გოგონამ დედასთან სახლში გაქცევა გადაწყვიტა, ხოლო სიმონი ტყეში დარჩა, რათა გაერკვია რა იდუმალებასთან და წყველასთან ჰქონდა საქმე. როდესაც ის სახლში დაბრუნდა თავის ცოლ-შვილი სისხლებში გახვეული, უკვე გარდაცვლილი დახვდა. ამ ფაქტმა სიმონზე იმდენად ძლიერად იმოქმედა, რომ მან თავი მოიკლა. სინამდვილეში კი, გოგონა და მისი მეუღლე ანჯელინი მას გაეხუმრნენ, წაისვეს სახეზე და ტანზე ბროწეულის წვენი რათა სიმონს სისხლი ჰგონებოდა... თუმცა როგორც ჩანს ბოროტი ხუმრობა მათ ძვირად დაუჯდათ! სიმონის სული უკვე სხეულიდან წასულიყო, თუმცა მისმა სულმა თავის ცოლის და შვილის სული სამუდამოდ ამ სახლში გამოკეტა. ეს იყო სიმონის რისხვა, რის შედეგადაც მისი სხეული გაიზარდა, კიდურები დაუგრძელდა, ხოლო სახე და ფერი საერთოდ დაეკარგა. ასე წარმოიქმნა ყველაზე პარანორმალური არსება დედამიწაზე, მას სლენდერმანი ჰქვია. სლენდერმანის შესახებ უამრავი ვერსია და ლეგენდა არსებობდა, თუმცა ყველაზე რეალურად რაც დღეს წაიკითხეთ ესაა მიჩნეული. დღემდე დადის ლეგენდები იმის შესახებ, რომ სლენდერმანი პატარა ბავშვებს იტაცებს და მათ სულებსაც კეტავს მიტოვებულ ქოხებში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. წყაროები: http://sabah.com.tr/ https://www.boredpanda.com/ https://www.yameraktan.com/ https://www.youtube.com/ სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> იხილეთ ასევე <<<<<4 უცნაურობა, რომელიც ოკეანის სიღრმეში იმალება "ჩვენი ბავშვობა" - ამ ფოტოების მნიშვნელობას დღეს ბევრი ვერ მიხვდება... როგორი იქნება 2021 წელი მერწყულებისთვიას? როგორი იქნება 2021 წელი თევზებისთვის? "დიდი კაცის პროექტი" - ასე უწოდებენ მსოფლიოს მერვე საოცრებად აღიარებულ კადაფის დაუჯერბელ პროექტს 409 3-ს მოსწონს
|