სისხლის სამართალი მე ხომ გთხოვე არ მომეკაროთქო-ვრცელდება ვიდეო გოგი წულაიას საქმიდან 2021, 21 მარტი, 7:45
გავრცელდა ვიდეოკადრები გოგი წულაიას საქმიდან, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საწოლში წევს, სავარაუდოდ მთვრალია, იქვე ტუმბოზე კონიაკის ცარიელი ბოთლი უდევს:
გოგი წულაია: -ელემენტარულ რაღაცაზეა საუბარი, ბიჯო, უყურებ, რომ არა ვარ აგრესიული, ელემენტარულებს გთხოვ, დამიდექი ელემენტარულად გვერდში… ვსო, არ გინდა, ნუ გინდა. ბოდიში. მე ბოდიში. ხომ არ ვხატავ აგრესიას შენ მიმართ? კადრს მიღმა ქალის ხმა: (სავარაუდოდ მსხვერპლი) -არა გოგი წულაია:მაშინ ვსო. ძალა რომ იყოს მაშინ მე გიკბენდი, შენ კი არ მიკბენდი. ძალა რომ იყოს და მე რომ ძალა მინდოდეს, მე გამოვხატავდი აგრესიას. აგრესია შენ გამოხატე, მე ხომ არ გამომიხატია? ქალის ხმა:მე ხომ გთხოვე არ მომეკაროთქო? გოგი წულაია:ვსო. ხომ არ გეუბნები მე ვარ მართალი-თქო. ბოდიში. არა მაქ პრობლემა. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ყოფილი თანათავმჯდომარე გოგი წულაია თბილისში, 17 მარტს დააკავეს. გუშინ 20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლო სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით კი, საქმეზე წარმოდგენილია უტყუარი, ურთიერთშეთავსებადი, დამაჯერებელი მტკიცებულებები. „საქმეზე წარმოდგენილია უტყუარი, ურთიერთშეთავსებადი, დამაჯერებელი მტკიცებულებები არამხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, ასევე სხვა მტკიცებულებები, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული არაერთი მტკიცებულება და ვიდეო მასალა“, - განაცხადა პროკურორმა. განაჩენს აპროტესტებს ბრალდებულის ადვოკატი ვალერი გელბახიანი, მისი თქმით საქმეში ამ დრომდე არ დევს არცერთი ექსპერტიზა და ალკოტესტი: "გაოცებული ვარ, ეს საბჭოთა კავშირის დროსაც არ ხდებოდა, ჯერ დაიჭერდნენ და მერე ეძებდნენ მტკიცებულებებს. როცა იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა 976 4-ს მოსწონს
|