სხვა იაპონელმა მეცნიერებმა დედამიწის განადგურების ზუსტი წელი დაასახელეს 2021, 20 მარტი, 17:11 მკვლევარების ვარაუდით, გადარჩენილთა შორის მხოლოდ გარკვეული ტიპის ბაქტერიები იქნება. იაპონიის ტოხოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ნასასთან ერთად გამოანგარიშეს დედამიწის სიკვდილის წელი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი პლანეტა, მზის აქტივობის გამო, 1 000 002 021 წელს გამოუსადეგარი გახდება. ექსპერტები ამ დასკვნამდე მივიდნენ დედამიწის ტემპერატურასთან ერთად ჩვენი ვარსკვლავის აქტივობის ცვლილების დინამიკის საფუძველზე ჩატარებული კვლევების შემდეგ. ”დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვერაფერს გავაკეთებთ, რომ 1 მილიარდი წლის შემდეგ ჟანგბადი არ გაქრეს დედამიწაზე." - წერენ მეცნიერები სამეცნიერო გამოცემა Nature Geoscience.-ში. როგორც მკვლევარებმა აღნიშნეს, ამ დროისთვის ჩვენს პლანეტაზე მხოლოდ გარკვეული ტიპის ბაქტერიები იარსებებს. ასევე, შეუძლებელი იქნება მზის გაზრდილი რადიციის თავიდან აცილება, რომელსაც წლების მერე მზე უფრო და უფრო მეტს გამოსცემს. დედამიწაზე მზის სხივების მომატებული რაოდენობის გამო დაიწვება ჟანგბადი და შემცირდება მისი კონცენტრაცია ატმოსფეროში. მეცნიერთა აზრით, ჩვენი მეზობელი პლანეტა მარსი უნდა შევისწავლოთ, რათა ახალი საცხოვრებელი ადგილი ვიპოვოთ. ან დიდი ძალისხმევა უნდა გავწიოთ ბუნებაში ბალანსის შესანარჩუნებლად. მანამდე მეცნიერები აცხადებდნენ, რომ აპირებენ შექმნან გიგანტური სპერმის ბანკი მთვარეზე იმ შემთხვევისთვის, თუ დედამიწა დაიღუპება. 744 1-ს მოსწონს
|