სამცხე ჯავახეთი ალერგიული კანი ჰქონდა-მეგი ბაქრაძის ოჯახი მედპერსონალს ადანაშაულებს 2021, 20 მარტი, 13:45 ![]() ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებამ საკუთარი ვალდებულება უნდა შეასრულოს და ობიექტურად გამოიძიოს მეგის გარდაცვალება, გამოძიება გრძელდება და დღესვე მზადდება ექსპერტიზის დასკვნა.რის შემდეგაც ოჯახი ალტერნატიული დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს. შეგახსენებთ, 18 მარტს 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით 30 წუთში ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რის გამოც ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ 5 წლის განმავლობაში საქართველოში წამლებისგან გამოწვეული ანაფილაქსიური შოკის სულ 352 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან მხოლოდ 5 დასრულდა ფატალურად და აქამდე არცერთი არ იყო გამოწვეული ვაქცინით. ![]() 178 4-ს მოსწონს
|