x
image
ირინა მ.
მსოფლიოს პოპულარული ადგილები, რომელთა ნახვის შემდეგ დავრწმუნდებით, რომ არასწორი წარმოდგენა გვქონდა მათზე
image


როცა საუბარია პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებზე, ჩვენ გარკვეული წარმოდგენა უკვე გვაქვს, თუ როგორი იქნება მათი უმრავლესობა, და როცა ადგილზე ვნახავთ, ინტერნეტისა და მოგზაურობებზე ვიდეოების არსებობის წყალობით, ძირითადათ ეს წარმოდგენა ემთხვევა ნანახს, ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისის გარდა. თუ ამ გამონაკლისებს ვინახულებთ, დავრწმუნდებით, რომ მას ცოტა არასწორად წარმოვიდგენდით-ან არაზუსტი მონაყოლის გამო, ან არასაკმარისი წინასწარი შესწავლის გამო. და მაინც, ისინი გაოცებას იწვევენ ჩვენში.

1. ტაჯ-მაჰალი უკვე ქათქათა თეთრი აღარ არის.

ტაჯ-მაჰალი დღევანდლამდე აბსოლუტური სიყვარულის ძეგლად ითვლება. ის აგრეთვე არქიტექტურული საოცრებაცაა, მითუმეტეს როცა წარმოიდგენთ მას, მაგრამ, ალბათ, არა კანალიზაციის სიახლოვეს.

ტაჯ-მაჰალი მდებარეობს, როგორც ჩვენ ვიტყოდით "სუფთა სიბინძურის" ცენტრში, რაც თავისებურად თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი საოცრებაა. თქვენ მას წარმოიდგენთ თეთრი ფერის ნაგებობად, რადგან მარმარილოს, რომლითაც მავზოლეუმია ნაშენი, წესით თეთრი ელფერი უნდა ჰქონდეს. სინამდვილეში, მტვერმა და ჰაერის დაბინძურებამ ტაჯ-მაჰალს მოყვითალო-მომწვანო ელფერი შესძინა, რასაც მეზობლად მდებარე კანალიზაციის შედეგად გაჩენილი მწერების ნაკვალევიც ემატება.

2. ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი-ახლა მდიდრული სასტუმროა.

ნაცისტების მიერ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დატოვებული ნანგრევების ნახვა დღესაც შეიძლება, მათი საკონცენტრაციო ბანაკები კი დღეს თითქმის ყველა მუზეუმადაა ქცეული... ერთის გარდა. მისი ტრაგიკული ისტორია მდიდრულ სასტუმროდ გადაქცევით აღნიშნეს.

არაოფიციალურად, ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ წოდებული "სიკვდილის კოშკი", უკრაინაში, ქალაქ ლვოვში მდებარეობს და გამოიყენებოდა, როგორც ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი საბჭოთა ტყვეებისთვის. იქ დაახლოებით 100 000 ტყვე იქნა მოკლული-აქედან წარმოსდგა მისი სახელწოდებაც. 2000 წლიდან იგი კერძო საკუთრებაა და ხუთვარსკვლავიან სასტუმროს წარმოადგენს, სახელწოდებით Citadel Inn. ზოგადი აღიარებით, საკმაოდ კარგი სასტუმროა. თუმცა, ამის მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომის ადგილი არ უნდა იყოს განკუთვნილი მსგავსი დაწესებულებებისთვის.


image

3. გიზას დიდ პირამიდას (ხეოფსის პირამიდა) სინამდვილეში რვა წახნაგი აქვს.

გიზას პირამიდები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ობიექტებია მსოფლიოში. გარდა იმისა, რომ ეს პირამიდები ისტორიის ადრეული იმპერიების შესახებ გვიქმნიან წარმოდგენას, ისინი ძალიან კარგად არის ნაგები. როცა პირამიდებს წარმოვიდგენთ, ჩვეულებრივ, ოთხკუთხა პირამიდა წარმოგვიდგება თვალწინ, კვადრატული საფუძვლით. სინამდვილეში, სამიდან ყველაზე დიდ და ყველაზე ძველ პირამიდას რვა წახნაგი აქვს და ფორმაც არ არის კვადრატული.

ითვლება, რომ ეს აღმოაჩინა ბრიტანელმა მფრინავმა 1940 წელს. გიზის დიდ პირამიდას ოთხივე დიდ წახნაგზე, ცენტრის გასწვრივ აქვს ჩაღრმავება, რის გამოც იგი რვაწახნაგიანად ითვლება. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, ეს იმის ნიშანია, რომ პირამიდებს სინამდვილეში უფრო დიდი როლი და დანიშნულება ჰქონდა, ვიდრე რთული აკლდამისა-რთული მათემატიკური მოწყობილობის მსგავსი. დამატებითი გამოკვლევებით დგინდება, რომ დანარჩენი ორი პირამიდის შემთხვევაშიც იგივე შეიძლება ითქვას.

4. ქანდაკება Manneken Pis ყოველთვის შიშველი არ არის.

Manneken Pis-ბრიუსელის სიმბოლოა და ძალიან პოპულარულია, რომელიც უმრავლესობას ალბათ სურათებიდან ახსოვს. ეს შიშველი ბიჭუნას ბრინჯაოს ქანდაკება-შადრევანია, როგორც ყველას წარმოგვიდგენია რეალურად. მაგრამ, როგორც კი ადგილზე მიხვალთ, ნახავთ რომ ბიჭუნა სულაც არ არის შიშველი. ქანდაკებას მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა კოსტიუმებით მოსავენ. თუ მას ტურისტულ სეზონზე ინახულებთ, ბიჭუნას მაშინაც ჩაცმულს ნახავთ. ფაქტიურად სხვადასხვა კოსტიუმები მისი მიმზიდველობის ნაწილს შეადგენს, რამდენადაც მას 900-მდე სამოსი აქვს. ჩაცმულობის თემები ვარირებს დაწყებული პოპულარული მულტფილმებიდან, დამთავრებული პოპულარული ცნობილი სახეებით.


image

image



image

5. ანტარქტიდა ისეთი შორეული აღარ არის, როგორც ადრე.

თუმცა, ძველებურად არ არის რეკომენდირებული იქ ჩასვლა შემთხვევით არდადეგებზე. ბევრი ადამიანი ნებაყოფლობით თანამშრომლობს სამეცნიერო და კვლევით ჯგუფებთან და ჩადიან იქ, თუ ამის სურვილი აქვთ. ამის მიუხედავად, ანტარქტიდა არასტუმართმოყვარე ადგილად რჩება. ერთადერთი ადამიანები, ვინც იქ მიდიან, ისინი არიან, ვისაც ბანაკებში ცხოვრება შეუძლია.ზოგიერთი ბანაკი კი ისეთია, რომ ჩვენს თანამედროვე შენობებს ჯობია. ანტარქტიკაში ავანპოსტის ქონა ბევრი ქვეყნისთვის პრესტიჟის საკითხია, ამიტომ მათი ნაგებობები საუკეთესო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არის აშენებული. ისინი სრულიად კეთილმოწყობილია: არის კონდიციონერები, სატრენაჟორო დარბაზები, ბიბლიოთეკები, დასასვენებელი ოთახები და კინოთეატრები. ზოგ შენობას კი ფუტურისტულიც შეიძლება უწოდოთ.


image





ნახეთ ასევე:




ვარსკვლავებიანი ცის რუქა ეგვიპტურ აკლდამაში: შეცდომა თუ საიდუმლო ცოდნა?

image


სახლი მდინარეში (საფრანგეთი)

image


მადაგასკარის ტყე, რომლის ხეების მწვერვალებიც სამართებელივით ბასრია

image


ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ

image


მდიდარი პატარა სახელმწიფო, რომლის ყოველი მოქალაქე უცხოელ ინვესტორს წილში უზის

image


რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს

image


კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს

image


ზოგიერთი საინტერესო ფაქტი და ფოტოები სამხრეთ კორეაზე

image









0
114
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
114