x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ზოგჯერ 50 კაცი მყავს სტუმრად, აქ მეტი კომფორტია... არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას" - როგორ გამოიყურება გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი მცხეთაში
image


ტე­ლეწ­მაყ­ვან­მა გვან­ცა და­რა­სე­ლი­ამ თით­ქმის სამი წე­ლია თბი­ლი­სი და­ტო­ვა და ოჯახ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად მცხე­თა­ში გა­და­ვი­და. ეს გახ­ლავთ სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე კომ­პლექ­სი, სა­დაც კერ­ძო, ლა­მა­ზი სახ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ჯრი­თაა აშე­ნე­ბუ­ლი. და­ცუ­ლი ეზო, აუზი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხედი ჯვრი­სა და სვე­ტი­ცხოვ­ლის ტაძ­რე­ბის­კენ - კი­დევ უფრო მეტ ხიბლს სძენს აქ ცხოვ­რე­ბას.


გვან­ცამ ერთხელ უკვე უმას­პინ­ძლა „შინ“-ს თბი­ლი­სურ ბი­ნა­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის­მა სახ­ლმა „შინ“-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „ში­ნის რჩე­უ­ლი სახ­ლი“ გა­ი­მარ­ჯვა და ჯილ­დო გა­და­ე­ცა, რო­მე­ლიც ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ახალ სახ­ლსაც ამ­შვე­ნებს.


მცხე­თის სახ­ლის ფო­ტო­ებ­სა და ინ­ტერ­ვი­უს ცნო­ბილ ტე­ლე­წამ­ყვან­თან 'შინი" ავ­რცე­ლებს:



- მოხ­და ისე, რომ ჩემს მე­უღ­ლეს მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამ კომ­პლექ­სის მშნე­ბე­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი­ყო. კერ­ძო სახ­ლი ვა­ხოს ყო­ველ­თვის უნ­დო­და, ამ ფაქ­ტის შემ­დეგ კი არც და­ფიქ­რე­ბუ­ლა, ისე და­ი­წყო მშე­ნებ­ლო­ბა. სი­ახ­ლე­ებს მე ცოტა რთუ­ლად ვე­გუ­ე­ბი, მით უმე­ტეს, როცა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მი­წევს სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლი, ბავ­შვის ტა­რე­ბა, ამი­ტომ ჩემ­თვის უფრო რთუ­ლი იყო ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ვიდ­რე მის­თვის, მაგ­რამ გად­მოს­ვლის დღი­დან ძა­ლი­ან შე­ვეჩ­ვი­ეთ და უფრო მეტი კომ­ფორ­ტიც გვაქვს, არა­ნა­ი­რად არ ვფიქ­რობთ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბას.


სხვა­თა შო­რის, რომ დავ­ქორ­წინ­დით, მა­ში­ნაც ვე­ძებ­დით კერ­ძო სახ­ლს, რამ­დე­ნი­მე ვნა­ხეთ კი­დეც, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უარი ვთქვი, რად­გან ძა­ლი­ან იზო­ლი­რე­ბუ­ლად ყოფ­ნა არ მიყ­ვარს. ეს კომ­პლექ­სი იმი­ტომ მომ­წონს, რომ მარ­ტო არ ხარ, ბევ­რმა ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა შე­ი­ძი­ნა აქ სახ­ლი, თით­ქმის სულ ახ­ლობ­ლე­ბი ვცხოვ­რობთ, თან ყვე­ლას და­ახ­ლო­ე­ბით ერთი ასა­კის შვი­ლე­ბი გვყავს და არ ვი­წყენთ, ერთ სივცრე­შია ჩვე­ნი სახ­ლე­ბი მო­თავ­სე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბიც ვართ. სულ ჟრი­ა­მუ­ლია, ხან ერ­თთან ვიკ­რი­ბე­ბით, ხან - მე­ო­რეს­თან, ასე რომ, ერთ დიდ ოჯა­ხად ვცხოვ­რობთ. ეზო და­ცუ­ლია, გვყავს დაც­ვა, რო­მე­ლიც ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუ­ნავს.


image


რაც შე­ე­ხე­ბა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს, ამ სა­კი­თხში მე არ ჩავ­რე­ულ­ვარ, მთლი­ა­ნად ჩემი მე­უღ­ლის გა­კე­თე­ბუ­ლია. მე უკვე მა­შინ ჩა­ვერ­თე, როცა შპა­ლე­რის ფე­რე­ბი იყო შე­სარ­ჩე­ვი. ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, ვფიქ­რობ, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, მთე­ლი სახ­ლის­თვის ერთი ფე­რის შპა­ლე­რი გვე­ყი­და, რად­გან მგო­ნია, ყვე­ლა ოთახ­ში სხვა­დას­ხვა შპა­ლე­რი უკვე ცოტა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია.


ამას ჯობს ერთ ფერ­ში შე­ი­ღე­ბოს და შემ­დეგ დე­კო­რით და ავე­ჯით გა­კეთ­დეს აქ­ცენ­ტი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს სახ­ლი, იმი­ტომ, რომ ჩვენს კომ­ფორტზეა მორ­გე­ბუ­ლი. ჩემი ქმა­რი კი მე­უბ­ნე­ბა, ახალ სახ­ლს რომ ავა­შე­ნებ, იქ სულ ჩემი გე­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თე­ბო, მაგ­რამ მა­ინც ისე გა­მო­დის ხოლ­მე, რომ ერ­თობ­ლი­ვად ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ზო­გა­დად, მე სი­სა­და­ვეს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას, მაგ­რამ მე­ო­რე უარ­ყო­ფი­თი მაქვს ის, რომ თა­მამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვერ ვი­ღებ. მირ­ჩევ­ნია, სი­ლა­მა­ზე­სა და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა­ზე გა­ვა­კე­თო აქ­ცენ­ტი.


ავე­ჯის შერ­ჩე­ვა, შე­ხა­მე­ბა, მო­წყო­ბაც არაა მარ­ტი­ვი ამ­ბა­ვი. ამ მხრივ კომ­ფორ­ტუ­ლია, როცა გყავს დი­ზა­ი­ნე­რი, იმი­ტომ კი არა, რომ შენ რა­მეს ვერ მო­ი­ფიქ­რებ, ან გე­მოვ­ნე­ბას უჩი­ვი, უბ­რა­ლოდ, როცა თა­ვი­დან­ვე გაქვს სა­ერ­თო ხედ­ვა, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ესა თუ ის ოთა­ხი, სად უნდა გა­იყ­ვა­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­გო­რი ავე­ჯი და­ა­წყო ა.შ., ეს გი­ად­ვი­ლებს პრო­ცესს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რად ნაკ­ლე­ბიც გე­ხარ­ჯე­ბა. ვი­ნა­ი­დან ეს სახ­ლი საკ­მა­ოდ დი­დია, მისი რე­მონ­ტიც საკ­მაო ფი­ნან­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მით უმე­ტეს, რომ ყვე­ლა ოთახს თა­ვი­სი სვე­ლი წერ­ტი­ლი აქვს.


image


აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ღა­ცა­ში მოგ­ვი­წია ფუ­ლის და­ზოგ­ვამ, რა­ღა­ცა­ში ვერ დავ­ზო­გავ­დით. მა­გა­ლი­თად, სან­ტექ­ნი­კა უნდა ყო­ფი­ლი­ყო ხა­რის­ხი­ა­ნი და ამი­ტომ ამა­ში არ დაგ­ვი­ზო­გავს, სა­მა­გი­ე­როდ, ავე­ჯის შე­სარ­ჩე­ვად ბევ­რი ვი­ა­რეთ, რომ შე­და­რე­ბით შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სად გვე­ყი­და. მა­გა­ლი­თად, ეს კონ­სო­ლი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გვქონ­და, იმი­ტომ, რომ ვერ ვი­პო­ვე ისე­თი, რო­გო­რიც მინ­დო­და. რა­ტომ­ღაც კონ­სო­ლე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და და ამის ფას­დაკ­ლე­ბას დიდი ხანი ვე­ლო­დე­ბო­დი. მა­გა­ლი­თად, ეს მა­გი­და, მი­სა­ღებ­ში რომ დგას, შეკ­ვე­თით და­ვამ­ზა­დე­ბი­ნეთ და მინ­და გი­თხრათ, რომ 4-ჯერ იაფი დაგ­ვიჯ­და.


რაც შე­ე­ხე­ბა ფარ­დებს, ლი­ლო­ში ვი­ყი­დეთ, მაგ­რამ ახლა შეც­ვლა მინ­და, შე­იძ­ლე­ბა უფრო ფე­რად­ზე შე­ვა­ჩე­რო არ­ჩე­ვა­ნი, რომ სიმ­კვეთ­რე შე­მო­ი­ტა­ნოს. ავე­ჯის არ­ჩე­ვანს მეტ-ნაკ­ლე­ბად მე და ვახო ერ­თად ვა­კე­თებ­დით. რაც და­ვამ­ზა­დე­ბი­ნე - კა­რა­დე­ბი, თა­რო­ე­ბი, ძი­რი­თა­დად ჩემი გე­მოვ­ნე­ბი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი. ცუდი რაც დაგ­ვე­მარ­თა იყო ის, რომ რე­მონ­ტის დროს თან­ხა დავ­ზო­გეთ შიდა კა­რებ­ზე, უხა­რის­ხო გა­მოგ­ვად­გა. სახ­ლში, სა­დაც 14 კა­რია, ძა­ლი­ან დიდი ხარ­ჯია მათი შეც­ვლა, მაგ­რამ იმ­დე­ნად აუ­ტა­ნე­ლი იყო, რომ ხე­ლახ­ლა შე­ვუკ­ვე­თეთ და ახლა კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ხან­და­ხან ვფიქ­რობ, იქ­ნებ ჯობ­და, რომ შავი სა­ხე­ლუ­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა-მეთ­ქი, მაგ­რამ მა­გა­საც გა­მოვ­ცვლი.


image


მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთი შე­ხედ­ვით სახ­ლის მო­წყო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მა­ინც დამ­რჩა რა­ღა­ცე­ბი გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან მინ­და მცე­ნა­რე­ე­ბი შევ­მა­ტო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად რაც მაქვს, იმა­თაც აღარ აქვთ შერ­ჩე­ნი­ლი ფო­თო­ლი, ხან ბურ­თი ხვდე­ბა, ხან ეჯა­ხე­ბი­ან. ასე­ვე მაქვს ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ჩარ­ჩო­ე­ბი მინ­და გა­ვუ­კე­თო და ჩა­მოვ­კი­დო. კა­ბი­ნეტ­ში ლე­ვან ხა­რა­ნა­უ­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პორ­ტრე­ტი მაქვს, კარ­გად მახ­სოვს ის დღე, ლე­ვან­მა რომ დამ­ხა­ტა, და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 წლის ვიქ­ნე­ბო­დი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ სახ­ლის ფო­ტო­ე­ბი



0
2809
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
2809
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0