x
image
ირინა მ.
Mediator image
ბავშვები ხის ჯოხებზე და ვარდების ნაცვლად ადამიანის თავებით დამშვენებული ტორტები (თიხის მინიატურები)

image

მხატვარი სინგაპურიდან ნიკით GimmyShimmy, პოლიმერული თიხისგან ქმნის ტკბილეულის და ბავშვების პატარა ფიგურებს, რომელშიც ფანტაზია და რეალობა სრულიად მოულოდნელ, საინტერესო კომპოზიციებადაა წარმოდგენილი. ეს კომპოზიციები ერთდროულად გვაკვირვებს და გვაშინებს.

სინგაპურელი მხატვარი GimmyShimmy გრაფიკული დიზაინერია, მაგრამ სკულპტურა მისი ყველაზე დიდი გატაცებაა. იგი ისწრაფვის შექმნას უცნაური და საოცარი მინიატურები. ის გამომწვარ თიხას ხელით ხატავს და შემდეგ თიხის დესერტებს ხელით მოხატული გამომწვარი თიხის ნაწილებით აწყობს. ამ ნამუშევრებს საზარელს და პოპსიურეალისტურს უწოდებენ, მაგრამ სკულპტორი ყურადღებას არ აქცევს კრიტიკას და მისი შემოქმედების შესახებ არაერთმნიშვნელოვანი აზრების გამოთქმას.

image

ბავშვები ხის ჯოხებზე და ტორტები, ვარდების ნაცვლად ადამიანის თავებით დამშვენებული, აშკარად შოკირებას იწვევს. ეს ტკბილი ანატომია ნამდვილად ვერ ჯდება ყველას გემოვნებაში, მაგრამ მხატვარი ამაში მრავალსახოვნებას და ხელოვნების ესთეტიურ მიზანს ხედავს. რას ვიზამთ, შავი იუმორი სიურეალიზმის სტილში, ალბათ ყოველთვის იპოვის თავის თაყვანისმცემლებს.

ნახეთ ეს უჩვეულო შედევრები.


image

image


image

image

image

image

image

image

image





შეიძლება დაგაინტერესოთ:





# ენის გაჭრა, ფანჯარა ტუჩზე, ყური ხელზე და სხეულის სხვა უცნაური მოდიფიკაციები


# ყველაზე ძვირფასი და უჩვეული სხეულის ნაწილები, რომლებიც ცნობილმა სახეებმა დააზღვიეს


# ადამიანის სხეულის რომელ ნაწილს შეუძლია რეგენერაცია (თვითაღდგენა)


# როგორ იცვლებოდა უკანალის ეტალონი მე-20 საუკუნეში


# საშინელი ტრავმები, რომელიც კომპიუტერულმა თამაშებმა შეიძლება გამოიწვიოს






0
144
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0