x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121618
  • ვიდეო:354855
  • სურათი:493742
როგორ იცვლებოდა უკანალის ეტალონი მე-20 საუკუნეში

image

რამპოლოგისტი (სპეციალისტი, რომელიც წინასწარმეტყველებს ადამიანის მომავალს მისი უკანალის ფორმის მიხედვით) სემ ამოსი თვლის, რომ სილამაზის სტანდარტების საზოგადოებრივი არჩევანი კავშირშია მოქმედ ეკონომიკურ მდგომარეობასთან ამა თუ იმ ქვეყანაში.

მისი სიტყვებით, თუ ქალი გრძნობს ფინანსურ სტაბილურობას, ესე იგი ის ჰარმონიაშია თავის თავთან, ეს კი მისი უკანალის ფორმებზე აისახება. ამასთან, ეკონომიკური ვარდნის დროს საზოგადოება ისწრაფვის სიმეტრიასა და ბალანსისკენ და აღტაცებას "მრგვალი და მსუქანი" დუნდულები იწვევს. მაგალითად, ვიქტორიანულ ეპოქაში, (1837-1901), უპირატესობას ანიჭებდნენ ქალებს წვრილი წელით და განიერი თეძოებით, რომლებიც კორსეტს ატარებდნენ, რათა სხეულის ასეთი ფორმებისთვის მიეღწიათ. 1920 წელს იგი შეცვალა სხეულის უფრო ათლეტურმა აღნაგობამ.

image

მე-20 საუკუნის 50-იან წლებში სილამაზის ეტალონი გახდა მსახიობი მერილინ მონრო, რომელმაც დააბრუნა მოდაში მსხვილი საჯდომი.

image

ათი წლის შემდეგ პირიქით, იდეალურად თვლიდნენ ასთენურ აღნაგობას ყოველგვარი "ბორცვების" გარეშე (მაგ. მომღერალი ტვიგი).

image

70-იან წლებში მამაკაცების აღტაცებას იწვევდა გულის ფორმის უკანალი. "ქალები ასეთი სხეულით ითვლებოდნენ მკაცრებად და მგრძნობიარეებად. მამაკაცებს მოსწონდათ ასეთი კომბინაცია. 80-იან წლებში პოპულარობით სარგებლობდა აერობიკა. აერობიკის საშუალებით ქალები ცდილობდნენ უფრო სპორტული აღნაგობის მიღწევას"-წერს ამოსი.

აღსანიშნავია, რომ 90-იან წლებში გაიზარდა მოთხოვნილება ლიპოსაქციაზე, ცხიმის ამოტუმბვაზე, რადგანაც პაციენტებს სურდათ რელიეფური სპორტული დუნდულები ჰქონოდათ. თუმცა 2000 წელს მოდაში ისევ მრგვალი უკანალი შემოვიდა, 10 წლის შემდეგ კი ქალურობის ეტალონი გახდა კიმ კარდაშიანი-გადაჭარბებული მსხვილი ფორმებით.

image

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მოცემული მომენტისთვის კანონებს ამ სფეროში აწესებს ბოდიპოზიტივი (საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც მომხრეა კომფორტულად იგრძნო თავი შენს სხეულში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურები გარეგნულად): გოგონები მხარს უჭერენ დუნდულების ბუნებრივ ფორმას და არ მიისწრაფვიან დაექვემდებარონ საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს.

0
442
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0