x
image
თუთიკო ბერძენა
ერთ დროს ულამაზესმა და შემდეგში "მსოფლიოს ყველაზე მახინჯმა ქალმა" დაცინვის ობიექტად იქცია თავი შვილებისთვის!


ქალებს ბევრი შესაძლებლობა აქვთ, უზრუნველყონ შვილების უზრუნველი ცხოვრება, მაგრამ ყველაფერზე ვერ მიდიან. მიმიხვდით, რასაც ვგულისხმობ, მაგრამ მერი ენ ბევანის შემთხვევაში, სულ სხვა, ძალიან საშინელ, მაგრამ ამავდროულად საინტერესო ნაბიჯთან გვაქვს საქმე.

image

არ ვიცი, როგორ ფიქრობთ თქვენ, მაგრამ ჩემთვის ეს ქალი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანია, ნამდვილი გმირი!

მან გადაიტანა უამრავი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა - მხოლოდ ოჯახის შესანახად! და თუ ამას საზოგადოების გართობა და მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალის წოდება სჭირდებოდა, ის მზად იყო ამისთვის და ასეც მოიქცა. წარმოგიდგენიათ, რა ხდება ქალის გულში, რომელსაც გარეგნობის გამო დასცინიან? ქალები ამას უკეთ მიმიხვდებით, რადგან ქალის ფსიქოლოგია და შეგრძნებები ისევ მდედრობითი სქესის ადამიანებმა ვიცით ყველაზე უკეთ

მერი ენ ვებსტერი დაიბადა ლონდონში 1874 წელს, დიდ ოჯახში. მისი ცხოვრების პირობები დიდად არ განსხვავდებოდა იმათგან, სადაც მისნაირი სოციალური სტატუსის მქონე ბავშვები იზრდებოდნენ. მერი ძალიან ლამაზი გოგო იყო, რომელსაც ალბათ უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავდა. მერი ენი მუშაობდა ექთნად და 29 წლის ასაკში იქორწინა ტომას ბევანზე. წყვილს მალე შეეძინა შვილები: ოთხი ბავშვი ერთმანეთის მიყოლებით დაიბადა.

მერი ენის ენდოკრინულ სისტემაში რაღაც დაირღვა. რაღაც არა - ჰიპოფიზის ჯირკვლის დისფუნქციით, ზრდის ჰორმონმა, სომატოტროპინმა იწყო აქტიურად გამოყოფა, რომელიც თითქმის ყველა მოსწავლემ იცის, რომ ზრდასრულობისას იწვევს საშინელ დაავადებას - აკრომეგალიას. ზრდასრულობამდე კი სომატოტროპინის წყალობით ვიზრდებით სიმაღლეში. ამ პროცესს წინ უძღოდა შაკიკის შეტევები, მხედველობაც მკვეთრად გაუუარესდა. ცალკეულმა ნაკვთებმა და კიდურებმა თანდათან და შეუმჩნევლად დაიწყო ზრდა: საქორწინო ბეჭედი თითზე უჭერდა, ფეხსაცმელი უფრო მჭიდრო გახდა. ოთხი შცვილის დედას ღამით ძალიან ცოტა ხანს ეძინა. ფიქრობდა, რომ ცვლილებები დაღლილობისა დამრავალშვილიანი დედობის ბრალი იყო.

იცით, რა იყო მთავარი და ყველაზე ამაღელვებელი?

ბატონი ბევანი მხარს უჭერდა ცოლს! წარმოიდგინეთ რა ძლიერი სიყვარულით უყვარდა მერი ქმარს!

ეს იშვიათი იყო მე -19 საუკუნეში და, სამწუხაროდ, კიდევ უფრო იშვიათია დღეს...

როგორც ამბობენ, უბედურება არასდროს მოდის მარტო. 11 წლიანი ქორწინების შემდეგ, თომასი გარდაიცვალა, მერი ენ კი მარტო დარჩა, შემოსავლის გარეშე, ოთხი შვილით ხელში.


ამას ამძაფრებდა ის ფაქტიც, რომ ქუჩაში ხალხი დასცინოდა ქვრივს და არ აძლევდა შემწეობას არც მისი საშინელი გარეგნობის და არც სიღარიბის გამო. მერი ენი სასოწარკვეთილი იყო.

მოულოდნელად გაიგო უცნაური და საკმაოდ დამამცირებელი კონკურსის თაობაზე "მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ქალის" ტიტულის მოსაპოვებლად. იგი ამას არასდროს გააკეთებდა. დაეწყო გაორება, საკუთარ თავთან და თავმოყვარეობასთნ ჭიდილი. მაგრამ შვილების ფაქტორმა თავმოყვარეობას აჯობა!

1920-იანი წლების დასაწყისში ე. წ. "გვერდითი შოუების ხანაში", ატიპური გარეგნობის ადამიანს ფულის შოვნა შეეძლო არა საკუთარი ნიჭით, არამედ მათი განსაკუთრებული თვისებების წყალობით. ასე რომ, მერიმ მოაწყო კონცერტი დრიმლენდის გასართობ პარკში კონის კუნძულზე, სადაც გამოცხადდა კაშკაშა კაბებით, რათა ხაზი გაესვა მის მამაკაცურობაზე. მისი კოლეგები იყვნენ სიამის ტყუპები, გიგანტი ადამიანები და წვერიანი ქალები. დამამცირებელი იყო საზოგადოების გასართობად გამოსვლა, მაგრამ მშიერი შვილები კიდევ უფრო მტკივნეული იყო - ბავშვებს ჭამა სჭირდებოდათ. ქათანმა ბევანმა ამის შემდეგ ცირკში მუშაობა და ოჯახის წევრებს ასე უზრუნველყოფდა.

სამწუხაროდ, აკრომეგალიით დაავადებული პაციენტები იშვიათად ცხოვრობენ დიდხანს, ამიტომ მერი ენი გარდაიცვალა 59 წლის ასაკში, შვილებმა იგი ინგლისში დაკრძალეს. "ყველაზე ძლიერი დედა" - წააწერეს საფლავის ქვას.

1
576
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
576
  
2021, 17 მარტი, 19:08
ამას მხოლოდ დედა თუ გააკეთებდა. ჩვენ მამაკაცებს არ გვაქვს ასეთი კოსმიური და ღრმა ბიოლოგიური კავშირი შვილებთან
0 1 1