x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცნობილი ვარსკვლავები, რომლებმაც დაოჯახება იჩქარეს და შემდეგ ინანეს კიდეც

ცნობილი ადამიანები, რომლებიც სწრაფად დაოჯახდნენ და ინანეს კიდეც:


ჯულია რობერტსი და ლეილ ლოვეტი- ერთად მონაწილეობდნენ ფილმში “მოთამაშე" და გაცნობიდან 3 კვირაში დაქორწინდნენ. ქორწილის დღეს ჯულია ლოვეტის კონცერტს დაესწრო, სადაც მამაკაცმა სცენაზე აიყვანა და ქორწილის შესახებ საზოგადოებას აუწყა. ჯულია მუდმივად გადაღებებზე იყო, ამიტომ განსხვავებული გრაფიკების გამო 2 წლის შემდეგ დაშორდნენ. დაშორებამდე კი მსახიობი იტან ჰოუკთან ერთად ცეკვის დროს დაინახეს, რაც შეიძლება ბოლო წვეთიც ყოფილიყო.image


ანჯელინა ჯოლი და ბილი ბობ ტორნტონი- წყვილმა ერთმანეთი 2000 წელს გაიცნო და 2 თვის შემდეგ იქორწინეს კიდეც. ცერემონია მექსიკაში ჰქოდათ, სადაც ორივე უბრალო ჯინსებით და სომბრეროებით მივიდა, ბეჭდები გაცვალეს და რესტორნისკენ გაეშურნენ. ქორწინებამ კი მხოლოდ 3 წელი გასტანა.image


პამელა ანდერსონი და ტომი ლი- ერთმანეთი 1995 წელს გაიცნეს, თვენახევრის შემდეგ კი ასევე მექსიკაში დაქორწინდნენ პლიაჟზე. განქორწინების დოკუმენტები პამელამ 1996 წელს შეიტანა მაგრამ გადაიფიქრა, 1998 წელს კი უკვე საბოლოოდ დაშორდნენ.image


ქლოი კარდაშიანი და ლამარ ოდონი- წყვილმა ერთმანეთი 2009 წელს გაიცნო, 1 თვის შემდეგ კი იქორწინეს. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ერთნაირი ტატუები გაიკეთეს, შექმნეს თავიანთი რეალითი შოუ, ემზადებოდნენ ბავშვის გაჩენისთვის... მაგრამ, როგორც ამბობენ კალათბურთელი ქლოის ღალატობდა, შემდეგ ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა და მწვავე ინტოქსიკაციაც მოუვიდა. განქორწინების შესახებ დოკუმენტები კარდაშიანმა 2013 წელს შეიტანა, 2016 ში კი პროცესი დასრულდა.image


ბრიტნი სპირსი და კევინ ფედერლაინი- წყვილმა გაცნობიდან 3 თვეში იქორწინა, 3 წელიწადში კი განქორწინდნენ. სწორედ ფედერლაინის გამო დაემართა ბრიტნის ფსიქიკური აშლილობა, როდესაც პაპარაცებს თავს დაესხა ქოლგით და თავი გადაიპარსა. წყვილს ქორწინებიდან 2 შვილი დარჩა, ხოლო ბრიტნი დღესაც ვალდებულია ალიმენტები უხადოს ყოფილ ქმარს შვილების გამო.image


0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0