საზოგადოება „ბებიაჩვენის წაბლა ტრ@კმა!.. დასავლეთი თვითონ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს“ - ირინა სარიშვილი 2021, 17 მარტი, 11:16 პოლიტიკოსმა, ირინა სარიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ის ვარდების რევოლუციამდელ პერიოდს იხსენებს, რა დროსაც სარიშვილს შევარდნაძის მთავრობაში ბოლო ხანს პრემიერის პოსტი ეკავა. სარიშვილი წერს, რომ რიგგარეშე არჩევნებს არავინ დანიშნავს. ის სტატუსში არც მწვავე სიტყვებს ერიდება. .
„ყველაფერი დასრულებული იყო, ყველას ყველაფერი აღიარებული ჰქონდა ყველა დონეზე. შეანგრია მიშამ კარი და ყველაფერი ამოაყირავა! ხალხი გაყვა და ამოაყირავა!
, ჩვენ აქ ვიჯდეთ, თვალები ვაფახულოთ, ვაკაკუნოთ, მიშას და იმ ხალხს, ვის ზურგზეც გადადის ეს წლები ყველაფერი, რეგლამენტი დავუწესოთ – როდის, რამდენი და სად უნდა თქვან და დასავლეთი თვითონ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, უჩვენოდ, ბებიაჩვენის წაბლა ტრაკმა! , ახლა აქ ვინმე გახარიას მანდაუშკა არ შემოსრიალდეს მიშისტობის ან სექტანტობის ბრალდებით თორემ სადაც გავაგზავნი კი იცით ყველამ!“, - წერს სარიშვილი. . საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის აზრით, უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ ევროკავშირი ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს. ბორელმა კი ამ თემაზე საუბრისას მხოლოდ ის თქვა, რომ "მისი გადასაწყვეტი არაა", ჩატარდება თუ არა საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები. , "ძალიან მკაფიო განცხადება გაკეთდა და მგონი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები აღიარებულია. არჩევნები აღიარა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ყველა მთავარმა სამონიტორო ორგანიზაციამ, მათ შორის, ეუთო/ოდირმა, როგორც წინასწარი, ასევე საბოლოო დასკვნით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. . დღევანდელი განცხადება უმაღლესი წარმომადგენლის, ასევე მიანიშნებს, რომ ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს და მან კიდევ ერთხელ მოიყვანა ის დასკვნა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ", — განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიუსელში. . მისივე აზრით, არჩევნების თემა "ერთხელ და სამუდამოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან" და ლეგიტიმაციას კითხვის ნიშანი არ აქვს. . რაც შეეხება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, მან დღეს, 16 მარტს თქვა: . "ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები. ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ეუთომ ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად შეაფასა". . პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა. ის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში იმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე — NATO-ში. . 17 მარტს შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. . საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან. 296 შეფასება არ არის
|