ტურიზმი მსოფლიოში ყველაზე ბინძური კუნძული (+ფოტოები) 2021, 17 მარტი, 13:10 ჰენდერსონის კუნძული არის პატარა დაუსახლებელი ადგილი წყნარ ოკეანეში. ჰენდერსონი ძნელად მისადგომი ადგილია, ამიტომ ხალხი ხშირად ვერ სტუმრობს ამ ადგილს. მაგალითად, ახალი ზელანდიიდან ჩამოსულ გემს აქამდე მოსაღწევად 13 დღე სჭირდება. კუნძულს საინტერესო ისტორია აქვს, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი ადამიანების ნამარხი, რომელთა ასაკი რამდენიმე ათასობით წელს ითვლის. პირველი ევროპელი ვინც აღმოაჩინა ეს მიწა იყო ესპანელი, პეტრო ფერნანდეს დე კუროსი, ხოლო კუნძული 1819 წელს გამოჩნდა მსოფლიო გეოგრაფიულ რუკებზე. კუნძულზე არის უნიკალური ფლორა და ფაუნა, მაგრამ რამდენად შენარჩუნდება საკითხავიც ეს არის. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული კუნძული ჰენდერსონია, მისი ადგილმდებარეობა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ყოველდღე იზრდება ნაგვის რაოდენობა და ექსპერტები ვითარების გაუმჯობესებას ვერ ხედავენ. საინტერესო სტატიები:
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |