x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დასაბუთებული ვარაუდი - ტიტანიკის ჩაძირვის მიზეზი ხანძარი ყოფილა

imageახალი ვერსიის თანახმად, ბრიტანეთის საოკეანო ლაინერის,
„ტიტანიკის“, დაღუპვის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ქვანახშირის ბუნკერში გაჩენილი ხანძარია.
რეი ბოსტონმა, რომელიც 20 წლის განმავლობაში იკვლევდა ამ საკითხს, განაცხადა, რომ ტრიუმში „არაკონტროლირებადი“ ხანძრის გამო „ტიტანიკი“ საშიშ წყლებში ძალზე დიდი სისწრაფით მიდიოდა. სწავლულის აზრით, ხანძარი ქვანახშირს ჩქაროსნული გამოცდის დროს, საუტჰემფტონიდან გასვლამდე 10 დღით ადრე გაუჩნდა.
პორტიდან ლაინერის გასვლის მომენტისთვის ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. შედეგად, გემი საათის მექანიზმიან ბომბად გადაიქცა, რომელიც შეიძლება, ნიუ-იორკში ჩასვლამდე აფეთქებულიყო.

ვერსია ხანძრის შესახებ წინათაც განხილულა, მაგრამ ახლა
ბოსტონმა შეძლო, აღმოეჩინა ახალი უტყუარი მტკიცებულებანი. მას მოჰყავს ის საზღვაო კომპანიის მმართველი დირექტორის, ბრიუს ისმეიას, ჩვენება, რომელსაც „ტიტანიკი“ ეკუთვნოდა. მისი სიტყვებით, გემის მთავარმა მფლობელმა, ჯონ პირპონტ მორგანმა, უბრძანა კაპიტანს ატლანტიკის ოკეანე სრული სიჩქარით გადაესერათ. სწორედ ამან მიიყვანა ბოსტონი ხანძრის ვერსიამდე, რომელიც გაამყარა „ ტიტანიკის“ ცეცხლფარეშის, ჯეი დილის, ჩვენებამ, რომელიც კატასტროფას გადაურჩა. მან განაცხადა, რომ ქვანახშირის
მეექვსე ბუნკერში ნამდვილად გაჩნდა ხანძარი ჯერ კიდევ ლაინერის პორტიდან გასვლამდე.

1912 წლის 14 აპრილს 23 საათსა და 40 წუთზე „ტიტანიკი“,
რომელიც ატლანტიკის ყინულოვან წყლებში სრული სიჩქარით მოძრაობდა, აისბერგს შეეჯახა. 2 საათსა და 20 წუთზე ის ჩაიძირა, შედეგად 1500 ადამიანი დაიღუპა და 711 გადარჩა.

რეი ბოსტონის აზრით, მორგანმა იცოდა ხანძრის შესახებ
ჯერ კიდევ გემის გასვლამდე, მაგრამ ამის შესახებ არავის აცნობდა, რათა მგზავრებში პანიკა არ გამოეწვია. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო თქვა მან უარი ერთი დღით ადრე ზღვაში გასვლამდე
პირველ რეისში მონაწილეობის მიღებაზე.

2
227
4-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
227
  
2014, 7 ივლისი, 13:05
კიიი
2014, 7 ივლისი, 12:55
რეი ბოსტონი რა ლაჩარი ყოფილა თავისი სიცოცხლე დაენანა და არ წავიდა და 1500 სიცოცხლე კი გაიმეტა
0 1 2