x
image
alex999
Mediator image
ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები - უკანასკნელი ვახშამი (საიდუმლო სერობა)

დღეს ვისაუბრებთ ნახატზე, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ხელოვნურ შედევრებს შორისაა მოხვედრილი. ამ საინტერესო ნახატში უამრავი საიდუმლოება იმალება. მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობენ ამ საიდუმლოებების ამოხსნას, თუმცა ზუსტ დასკვნამდე ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ და ალბათ ვერც მივლენ. ვნახოთ უფრო დეტალურად...


image









უკანასკნელი ვახშამი(საიდუმლო სერობა) - ავტორი: ლეონარდო და ვინჩი

image

ლეონარდო და ვინჩის ფრესკა, რომელიც ასახავს ქრისტესა და მოციქულების უკანასკნელ ვახშამს. შექმნილია 1495-1498 წწ. დომინიკელთა ორდენის მონასტერში სანტა-მარია-დელლა-გრაციე (მილანი).


მისი შექმნის ისტორია ერთობ საინტერესოა. ცნობილია, რომ „საიდუმლო სერობის“ შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება — იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო, მაგრამ, მისდა გასაკვირად, ისინი ერთი და იგივე ადამიანი აღმოჩნდა.


image





ერთხელ ლეონარდო მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე დაინახა. მუსიკოსს მან თავისი აზრები გაანდო და ისიც სიამოვნებით დასთანხმდა ქრისტეს სახის განსახიერებაზე. მხატვარმა იგი თავის სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში და ვინჩიმ ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ახლა სხვა პრობლებმის წინაშე დადგა: ვერაფრით მიეგნო ისეთი ადამიანის სახისთვის, რომელიც იუდას დასახატავად გამოდგებოდა. არადა, ფრესკის დამკვეთი ლოდოვიკო სფორცა აჩქარებდა.


დიდი ხნის ძიების შემდეგ ერთი მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. ეკლესიაში მიყვანის შემდეგ და ვინჩიმ დახატა იუდა, რომლის სახეზეც აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი და უბედურება.


როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, მათხოვარი გამოფხიზლდა და როგორც კი ნახატს თვალი მოჰკრა, შეშინებულმა წამოიყვირა: ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! .... კი მაგრამ საიდიან? - იკითხა გაკვირვებულმა ლეონარდომ... სამი წლის წინ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი. ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატავად გამოიყენა... ასეთი პასუხი მიიღო ლეონარდომ რამაც ის უფრო გააოცა.


image





ნახატი დღემდე ბოლომდე არაა ახსნილი. ზუსტად უკანასკნელი ვახშმობის დროს, როდესაც იესო და მისი მოწაფეები მაგიდასთან სხედან, იესო თავის მოციქულებს ეუბნევა: "თქვენიდან ერთ -ერთი მიღალატებს..." მოციქულები დაიბნევიან, თუმცა იესო გააგრძელებს:"ეს იქნება ის, ვისაც ხელი ჩემსავით მაგიდაზე უდევს". ეს იყო იუდა.


ახლა ვისაუბროთ ამ ნახატის საიდუმლო დეტალებზე, რომელზეც წლების მანძილზე მეცნიერები და ისტორიკოსები მუშაობდნენ... თუმცა საბოლოოდ გარკვევა მაინც ვერ მოახერხეს და ისევ მიმდარეობს კვლევები...


პირველი თეორია: მეცნიერთა ჯგუფის აზრით, ქრისტეს გვერდზე მოციქული იოანე არ იდგა, ეს იყო მარიამ მაგდანელი. აქედან გამომდინარე ისინი ასკვნიან იმ ფაქტს, რომ კათოლიკური ეკლესია ქრისტეს ნამდვილ ვინაობას მალავს.



მეორე თეორია: ვატიკანელი მკვლევარის, საბინა სფორცას მტკიცებით, ამ ნახატში ნაჩვენებია მსოფლიოს აღსასრული. "ეს იყო უკანასკნელი ვახშამი და ამის შემდეგ დედამიწაზე კაცობრიობას გადაშენეის საფრთხე ემუქრებოდა". ვატიკანელი მკვლევარი იმასაც ამტკიცებს, რომ ასტროლოგიურად და მათემატიკურად და ვინჩის ჰქონდა გაანგარიშებული თეორია, რომლის თანახმადაც დედამიწის აღსასრული 4006 წლის 21 მარტს უნდა დამდგარიყო.



მესამე თეორია: ბერძენი ისტორიკოსების აზრით, და ვინჩის არცერთი ნახატი არ ყოფილა უბრალოდ დახატული. ლეონარდომ იცოდა ისეთი რამ, რაც სხვებისთვის ნამდვილად დაუჯერებელი იყო და მას გიჟად შერაცხავდნენ, ამიტომ მან გადაწყვიტა თავის ცოდნის ნახატებში გამოყენება და მსოფლიოს იდუმალებით აღსავსე ნახატები დაუტოვა.




image



არსებობს კიდევ ასობით ვერსია, თუმცა ჯერ-ჯერობით სრული და გარანტირებული პასუხი არავის აქვს. საიდუმლო სერობა დღემდე საიდუმლოდ რჩება.































სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ცნობილ ნახატებში დამალული საიდუმლოებები - მონა ლიზა

image



როგორია ლესბოსელის ცხოვრება? - რთულ კითხვებს თავად ლესბოსელი პასუხობს!

image



რატომ და რით გამოირჩევიან სკანდინავიელი ქალები მსოფლიოს სხვა ქალებისგან?

image



5 სამხედრო ხომალდი, რომელსაც უახლოეს მომავალში ვიხილავთ

image



როგორი იქნება 2021 წელი კირჩხიბებისთვის?

image



როგორი იქნება 2021 წელი მშვილდოსნებისთვის?

image



5 ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც შესაძლოა 2021 წელს განხორციელდეს

image



7 ყველაზე წარმოუდგენელი წინასწარმეტყველება მომავლის შესახებ!

image





0
1360
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0