x
image
თუთიკო ბერძენა
ქმრის მწვადი სადილზე მიირთვა - მოდელ ომაიმა ნელსონის ენითაუწერელი სისასტიკე
დედამიწაზე უამრავი სულით ავადმყოფი ცხოვრობს, რომელთა ამოცნობაც მოკლე ხანში საკმაოდ ძნელია. საქმეს კიდევ უფრო ართულებს ასეთი სულით ავადმყოფების გარეგნული მომხიბვლელოა. სწორედ ასეთმა გარეგნობამ მოხიბლა უილიამ ნილსონი, რომელიც დაქორწინებიდან უმოკლეს დროში ცოლის სადილად იქცა



image



1991 წლის მადლიერების დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტელმა 23 წლის ომაიმა ნელსონმა ქმარი მოკლა. მან ეს გააკეთა კალიფორნიის სახლში უდიდესი სისასტიკით. კითხვაზე, თუ რატომ გააკეთა ეს, ომაიმამ პოლიციას განუცხადა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს: ის თავს იცავდა.image



ომაიმას ახალგაზრდობის შესახებ ცოტა რამ ვიცით. იგი 1968 წელს დაიბადა ეგვიპტეში და მუშაობდა მოდელად. დაპატიმრების შემდეგ, ომაიმამ თავის ადვოკატს უთხრა, რომ ეგვიპტეში მასზე ფიზიკურად იძალადეს. როდესაც პატარა გოგონა იყო, მან ქალთა წინადაცვეთა გაიკეთა, ეს პროცედურა სამუდამოდ ანგრევსროგორც სხეულს, ისე გონებას.


ომაიმა შტატებში გადავიდა 1986 წელს, როდესაც 18 წლის იყო. მუშაობდა ძიძად. ხუთი წლის შემდეგ მან გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, უილიამ ნელსონი. 30წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად (ბილი მაშინ 56 წლის იყო), ისინი დაქორწინდნენ შეხვედრიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ.

image

ახალდაქორწინებულებმა თავიანთი რომანი თაფლობის თვეზე აღნიშნეს არკანზასსა და ტეხასში, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ომაიმამ მოკლა ბილი.
1991 წლის 28 ნოემბერს, დილით, ომაიმას თქმით, უილიამმა სცადა დაეხრჩო თავისი ახალგაზრდა ცოლი, რის დროსაც ლამპა დაარტყა მას, შემდეგ კი მაკრატელი ჩაარტყა მოძალადეს.

პროკურატურის ვარაუდით, ომაიმამ ბილი სექსუალური თამაშის სათამაშოდ მიიწვია, საწოლთან მიაბა და მხოლოდ ამის შემდეგ, სანათი დაარტყა და მაკრატლით დახვრიტა. პროკურორის აზრით, მისი მიზანი ქმრის ფული იყო.

ცოლმა დაიწყო მისი 100 კგიანი სხეულის მოშორება: ჯერ მოჭრა თავი, ხელები და მოიხსნა კანი. მან თითის ანაბეჭდის მოსაშორებლად შეწვა და მოხარშა ეს ყველაფერია. მოგვიანებით მან თქვა, რომ ამისთვის 12 საათი დასჭირდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ტრანსში იყო. image

ფსიქიატრმა, რომელიც მას ესაუბრა, თქვა, რომ ომაიმამ აღიარა, რომ მან ჩაიცვა საუკეთესო წითელი კაბა, წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ვახშამზე მწვადების სოუსით მოამზადა ქმრის ნეკნები.
ხორცის ნაწილი ფოლგაში გახვია და მაცივარში შეინახა.


image


მოსმენაზე ომაიმამ უარყო კანიბალიზმის ბრალდებები, მაგრამ ამის გადამოწმება შეუძლებელი იყო: მან გაანადგურდა ნეშტი.



image


მკვლელობის საქმის განხილვის დროს ასევე ისაუბრა ომაიმას ყოფილმა მეგობარმა რობერტ ჰანსონმა. მან თქვა, რომ მხოლოდ ერთი წლის წინ, როდესაც ისინი შეხვდნენ, ომაიმამ იგი საკუთარ სახლში მიაბა და იარაღის მუქარით სცადა გაძარცვა.

პოლიციამ ომაიმა დააკავა, როდესაც მეუღლის ნარჩენებთან ერთად ნაგვის ცელოფნები გამოჰქონდა.



1993 წელს ომაიმას მიუსაჯეს 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ 2006 წელს გაიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების სხდომა. ომაიმამ თქვა, რომ ის ძალიან წუხს მომხდარის გამო და მოინანია. ციხეში მან მეორედ იქორწინა - ამჯერად 70 წლის კაცზე. ისინი ერთმანეთს კვირაში სამჯერ ნახულობდნენ.
image

2011 წელს გაიმართა მეორე მოსმენა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ომაიმამ თქვა, რომ იგი მარტო დარჩა მეორე მეუღლესთან და შეეძლო მისი მოკვლა ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ამან არ დაარწმუნა კომისია და უარი უთხრეს გათავისუფლებაზე. პირობით ვადამდე გათავისუფლების შემდეგი მოსმენა გაიმართება 2026 წელს.

1
615
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
615
  
2021, 17 მარტი, 19:12
კიდევ ციხიდან გამოსვლა უნდა. საზოგადოებისთვის საშიშრიებაა ეს ქალი
0 1 1