სხვა იცით, რატომ უნდა შეეღებათ მეძავებს ძველ რომში თმა ქერად ან წითლად? 2021, 16 მარტი, 13:29 ეს მართლაც ასეა: ძველ რომში მეძავები ვალდებულები იყვნენ თმა ქერად ან წითლად შეეღებათ. რომის სახელმწიფო, რესპუბლიკური მმართველობის პერიოდის დასრულებისთანავე თანდათან უზარმაზარი ფართობის იმპერიად გადაიქმნა, რომელსაც უამრავი კოლონია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აფრიკასა და აზიაშიც ჰქონდა. თავის დროზე რომი პროგრესული ცივილიზაციის ანტიკურ ზესახელმწიფოს წარმოადგენდა, თუმცა ზოგიერთი იმ პერიოდის კანონი ისტორიკოსებს დღემდე საგონებელში აგდებს.
დანამდვილებით ცნობილია, რომ თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრობების წყალობით იმპერია, და განსაკუთრებით მისი მთავარი ქალაქი, ტყვე ქალებით იყო სავსე, რომელთა უმრავლესობაც უმთავრესად გალიისა და თანამედროვე გერმანიის ტერიტორიებიდან იყვნენ ჩაყვანილი. ახალგაზრდა გოგონები, როგორც წესი, ძირითადად ბორდელებში, როგორც მონები ისე ხვდებოდნენ. ისინი უმთავრესად იმით გამოირჩეოდნენ, რომ იყვნენ ქერები ან წითურები.თმის ფერთან დაკავშირებული ეს პუნქტი რომაელებმა იმდენად შეისისხლხორცეს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ კანონიც კი მიიღეს, რომელიც აბსოლუტურად ყველა რომაელ "სიყვარულის ქურუმს" თმის ქერად ან წითლად შეღებვას ავალდებულებდა, რათა ისინი "პატიოსანი" შავგვრემნებისგან განესხვავებინათ.რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კანონის მიღებიდან მალევე რომაელმა ქალბატონებმა მასობრივად თმის ქერად შეღებვა დაიწყეს, დროთა განმავლობაში კი, მეძავების გარეგნობამაც ტრანსფორმაცია იმდენად განიცადა რომ "სიყვარულის ქურუმებს" ადგილობრივებისგან უბრალოდ ვეღარ გაარჩევდით. ცოტა ხნის წინ, ზარზეიმით მიღებულმა კანონმა უბრალოდ ძალა დაკარგა...
სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ იმ დროიდან მოყოლებული მამაკაცები ქვეცნობიერად ქერა ქალებს შავგვრემნებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომად თვლიან.249 შეფასება არ არის |