პროფილაქტიკა ოსპს და ყვავილოვან კომბოსტოს აღარ ვხარშავთ: 5 პროდუქტი, რომელთა უმად ჭამა სასარგებლოა 2021, 17 მარტი, 13:17 ბევრი პროდუქტი მომზადების შემდეგ თავის სასარგებლო თვისებას კარგავს. ტემპერატურის ზემოქმედება ვიტამინების დარღვევას იწვევს, რაც კერძის საბოლოო დადებით ეფექტს ამცირებს. არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელთა მიღება უმი სახით სასარგებლოა. სიამ შეიძლება გაგაოცოთ.
სჯობს უმი მიირთვათ პირველ რიგში, დიეტოლოგები გირჩევენ, რომ ოსპის, წითელი ბულგარული წიწაკის, შვრიის ფაფის, ყვავილოვანი კომბოსტოს მომზადებაზე უარი თქვათ. ასევე სელის ზეთის თერმულ დამუშავებაზე უარი უნდა თქვათ. შვრია ნაწლავების და კუჭის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს. ამ პროდუქტის რეგულარული მიღება სახის კანის მდგომარეობასაც აუმჯობესებს. წითელ წიწაკაში ბევრი სპეციფიკური დამცავი ნივთიერებაა. ეს ნაერთები კანცეროგენებს უჯრედებში შეღწევაში ხელს უშლიან. სელის ზეთი ბევრ ნახევრად უჯერ ცხიმოვან მჟავას შეიცავს. ნივთიერება სისხლს მავნე ქოლესტერინისგან წმენდს, სისხლძარღვების მუშაობის ეფექტურობას აუმჯობესებს. ოსპი მცენარეული ცილებით მდიდარია. ამასთან მკვებავ ნივთიერებას ორგანიზმი ძალიან და ძალიან მარტივად ითვისებს. ყვავილოვანი კომბოსტო უამრავ ვიტამინს და აუცილებელ მკვებავ ნაერთებს შეიცავს. ბოსტნეულის რეგულარული მიღება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს. ასევე დაგაინტერესებთ: 8 ერთი შეხედვით უვნებელი პროდუქტი, რომელიც შეიძლება ტოქსიკური იყოს: სოიოს სოუსი და სხვა 7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ 6 მიზეზი, რატომ არ შეიძლება ღამით ჭიქაში გაჩერებული წყლის დალევა პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ 10 წონიანი მიზეზი, რატომ უნდა დალიოთ ლუდი ყოველდღე 494 1-ს მოსწონს |