მოვლენები გოგონას სანაპიროზე ცელულიტის გამო დასცინეს, აი, რა პასუხი გასცა მან გაბოროტებულ კრიტიკოსებს 2021, 15 მარტი, 13:22 29 წლის ცნობილი ბრიტანელი პლუს ზომის მოდელი - ფელისიტი ჰეივორდი "ბოდიპოზიტივის" იდეის ერთ - ერთი პირველი გულმხურვალე მხარდამჭერი გახლავთ, რომელიც ყოველდღიურად, საკუთარ მაგალითზე ამტკიცებს რომ ჭარბი წონის მქონე გოგონები გამხდრებთან შედარებით არანაკლებ მიმზიდველები და ეშხიანები არიან.ფელისიტი ბლოგს აწარმოებს, სადაც თავის ერთულ თაყვანისმცემლებს სისტემატურად უზიარებს პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველ ფოტოებს. სოციალური ქსელის მომხმარებლების უმეტესობა გოგონას ყველაფერში მხარს უჭერს, მაგრამ არიან ისეთებიც ვინც მისი ჭარბი წონის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავს და ამას კომენტარებშიც საკმაოდ უხეში ფორმით გამოხატავს.მაგალითად, ცოტა ხნის წინ, როცა გოგონა სანაპიროზე თამამი საცურაო კოსტიუმით პოზირებდა მას ერთმა წყვილმა მწარედ დასცინა.მოდელმა ეს შეამჩნია და გესლიან კრიტიკოსებს დაბნევის გარეშე უპასუხა. ფელისიტი განზრახ დადგა მათ წინაშე და 15 წუთის განმავლობაში პოზირებდა, რათა წყვილს მაქსიმალურად კარგად დაენახა მისი სხეული."მე ვაჩვენე მათ, რომ ჩემი სხეულიც ისეთივე ლამაზია, როგორც სხვების. გარუჯული და ნავარჯიშები სხეული მეტი პატივისცემის ღირსად არ გაქცევს", - განმარტა ბრიტანელმა პლუს ზომის მოდელმა ფელისიტი ჰეივორდიმ.720 შეფასება არ არის |