x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გაავრცელეთ ეს პოსტი, სხვებსაც გავაგებინოთ, რომ არ მოტყუვდნენ"- ნახეთ, რა მიმართვას ავრცელებს მანჩო გიორგობიანი

image


სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სადარბაზოებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მერიის სახელით მოქმედი თაღლითების შესახებ საგანგებო პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს აღნიშნული საქმიანობისთვის მათ ფული არ გადაუხადონ. გიორგობიანის თქმით, მერიას მსგავსი სამსახური არ აქვს და თუ სადმე მათი სახელით რაიმე დეზინფექცია ტარდება მოსახლეობას ამისთვის ფულის გადახდას არავინ სთხოვს: "მომაქციეთ ყურადღება!!! დაიწყეს სადარბაზოებში სიარული, დეზინფექციას ვაკეთებთო და რაღაც თანხას ითხოვენ, .. მოკლედ, მერიას არ აქვს ასეთი სამსახური, მით უმეტეს, თუ რამე დეზინფექციას აკეთებენ სადმე, მოსახლეობას ფულს არ სთხოვენ ამისთვის ! ტყუილად არავის დაუჯეროთ! p.s. შეძლებისდაგვარად გაავრცელეთ, გნებავთ, ეს პოსტი, გნებავთ ახალი სტატუსი დაწერეთ... უბრალოდ, სხვებსაც გავაგებინოთ, რომ არ მოტყუვდნენ" - წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.









0
352
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
352