ვარსკვლავები ტყუპი დების ერთობლივმა ფოტოსესიამ სოციალური ქსელი დაიპყრო 2021, 14 მარტი, 18:09 ჩვეულებრივ, გოგონები იშვიათად ჩნდებიან ერთმანეთის "ინსტაგრამზე" მაგრამ ამჯერად მათ გადაწყვიტეს, ერთობლივი ფოტოსესია გაემართათ, რომელიც განსაკუთრებულად მოეწონათ გამომწერებს.
26 წლის ტყუპებმა მატილდამ და პოლინ ტანტომ საფრანგეთიდან კიდევ ერთხელ აღაფრთოვანეს თავიანთი თაყვანისმცემლები იბიცაზე გამგზავრებით. პანდემიის გამო პოპულარული დები დიდი ხნის განმავლობაში სამშობლოში იყვნენ გამოკეტილნი, მაგრამ როგორც კი საზღვრები გაიხსნა, ისინი სასწრაფოდ ესპანეთში გაეშურნენ. აქ დები მოდის ინდუსტრიაში მუშაობენ, თუმცა გოგონებს არ დაივიწყებიათ თაყვანისმცემლებიც. ჩვეულებრივ, ისინი "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდს ცალ-ცალკე მართავენ და ძალზე იშვიათად ჩნდებიან ერთმანეთის ააკაუნტებზე, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სულ ერთად არიან. მაგრამ ამჯერად გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ გამომწერებისთვის ორმაგი სიამოვნება მიეყნებინათ და სანაპიროზე საცურაო კოსტუმებში გამოწყობილებმა გადაიღეს სურათები. რასაკვირველია, ჩვევის მიხედვით, ტყუპებმა ისეთი ბიკინი აირჩიეს, რომელიც ძლივს ფარავდა სასირცხვო ადგილებს. "ორი სჯობს ერთს", - ასეთი მინაწერი გაუკეთა პოლინმა ფოტოს, სადაც დები კამერის წინაშე მაცდურ პოზებს იღებენ. თაყვანისმცემლებმა დააფასეს ტყუპების გულუხვი ჟესტი და კომენტარებში აღფრთოვანებული სიტყვები არ დაიშურეს. 1796 4-ს მოსწონს |
იფფ იფფფ