x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
პორნოფილმების ევოლუცია დასაწყისიდან დღემდე
image

ქვემოთ გაეცნობით სხვადასხვა ეპოქის რამდენიმე ფილმს, რომელმაც ნამდვილი სექსუალური რევოლუცია მოახდინა არა მხოლოდ კინოში, არამედ სექსზე ჩვენს ცნობიერებაში.



მე -XX საუკუნის დასაწყისიდან 1970-იანი წლებამდე.


პორნოკინო თითქმის ყოველთვის შეიძლება ჩაითვალოს მოვლენების და ადამიანის ინტერესების პირველი აღმომჩენი, როდესაც ღიად საუბარი სექსზე მიუღებელი და ცუდი მანერის ნიშანი იყო.


როგორც ჩვენთვის ცნობილია, პორნოგრაფიის ქრონოლოგია, თანამედროვე სახით იწყება ჯერარდ დამიანოს ცნობილი ფილმით "ღრმა ყელის" (1972წ), რომელიც ერთ დროს ნამდვილ სენსაციად იქცა და პორნოგრაფიის ჟანრში არსებულ ყველა ფილმს აძლევდა ტონს.

image

მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა 1972 წლამდე პორნო არსებობდა, თუმცა ეს იყო უპირატესად მდიდარი და პროგრესული სეგმენტისთვის გათვლილი გართობა. თანამედროვე პორნოგრაფიის ეპოქამდე შექმნილი ფილმებში მიწებებული კადრებით და განმარტებითი ტიტრებით იყო, რადგან ხმოვანი ფილმების გამოჩენამდე რამდენიმე წელია დარჩენილი.


ოდესღაც, პორნოკინოთეატრი არსებობდა მხოლოდ იატაკქვეშეთში და მისი ჩვენება კერძო წვეულებებზე ან ბორდელებში ხდებოდა, შეიძლება სექს-განათლებისთვის, ან შესაძლოა შესაფერისი განწყობისა და გარემოცვის შექმნისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი პორნოფილმები მე -20 საუკუნის დასაწყისიდან მოდის.


საილუსტრაციო მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული 16 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ფრანგულმა კომპანია Lobsters Film -მა გამოსცა.

ერთ-ერთ მათგანს ჰქვია "დაიკო ვაზელინი" და მოგვითხრობს ავხორცი მონაზონის თავგადასავლებზე, გლეხთან და სასულიერო პირებთან.

მეორე ფილმი, რომელიც ატარებს საკმაოდ პროზაულ "ექიმთან", ეხება კლასიკურ სასიყვარულო სამკუთხედს "ექიმი - პაციენტი - მედდა". როგორც ჩანს, შემოქმედთა ფანტაზია უკვე იმ წლებიდანვე ჩაისახა და ცდუნებას აყოლილ მაყურებელს სულაც არ სურდა ოჯახური წყვილების მოსაწყენი სქესობრივი აქტის ყურება, ისინი "პურს და სანახაობას " იყვნენ მოწყურებულები.

image

ახლა კი გავეცნოთ რამდენიმე საინტერესო ფილმს დასაწყისიდან 1970-იან წლებამდე.



1-El Sartorio-არგენტინა(1907)-დღევანდელ დღემდე მოღწეული პირველი პორნოფილმი.გადაღებული არგენტინაში.ფილმის სიუჟეტს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ თანამედროვე პორნო ფანტასტიკას.სამი გოგონას, რომელიც ტბაში ბანაობს და ეშმაკის სექს-ისტორია, უნდა აღინიშნოს, რომ ფილმი მდიდარია უძველესი სპეცეფექტებით და ექსტრემალური ახლო კადრებით.

image

2-Eveready Harton in Buried Treasure(აშშ-1928)-კომედიური ანიმაციური ფილმი, რომელიც 6, 5 წუთი გრძელდება მასტურბირებელ ქალით დაწყებული და სხვა კომედიური სიუჟეტებით გაგრძელებული.

image


3-ექსტაზი-(ჩეხეთი-1930 წელი)-ექსტაზი არის მსოფლიოში პირველი ფილმი საწოლის სცენით. მართალია, სექსი უშაუალოდ არ არის ნაჩვენები, მაგრამ ყველანაირი ატრიბუტიკა არსებობს: მთავარი გმირის სიმაოვნებით გამოწვეული კრუნჩხვა, ღიმილი, რომელიც მიანიშნებს ორგაზმის მოახლოებას და შემდეგ სიგარეტი "სექსის შემდეგ", როგორც ღირსეული სქესობრივი კავშირის დასრულება.

image


4-სიყვარულის სიმღერა-(საფრანგეთი-1950წელი)-პირველი ფილმი, სადაც წარმოდგენილია ჰომოსექსუალური გამოცდილება. რეჟისორმა ჟან ჟენე, "დაწყევლილი პოეტი", რომელიც ღიად საუბრობდა თავის ჰომოსექსუალობაზე, გადაიღო ეს ფილმი ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, რისთვისაც დაისაჯა და იძულებული გახდა უარი ეთქვა სურათზე. ფილმში ნაჩვენებია ორი პატიმრის ცხოვრება, რომლებიც მასტურბირებენ და ფანტაზიორებენ ერთმანეთზე.

image


5- Flaming Creatures (1963-აშშ)-ამერიკელი რეჟისორი ჯეკ სმიტი ექსპერიმენტული კინოს კლასიკაა. პირველად მან აჩვენა ფილმში ორგია - რამდენიმე კაცის და ქალის კოლექტიურ სექსი ერთმანეთის ექსტაზამდე მიიყვანს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პრემიერა ნიუ იორკის პოლიციამ ჩაშალა, რეჟისორის დიდება მთელს ქვეყანაში სინათლის სიჩქარით გავრცელდა.

image


გაგრძელება იქნება..



0
1237
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0