x
image
ლანა92
ჩაკ-ჩაკი - როგორ მოვამზადოთ ყველაზე პოპულარული აღმოსავლური ტკბილეული
image




8 ულუფა;

1 საათი;

საჭირო პროდუქტები:


კვერცხი - 3 ცალი;

კვერცხის გული - 2 ცალი;

ფქვილი - 350 გრამი;

სოდა - 1 ჩაის კოვზი;

მარილი - ნახევარი ჩაის კოვზი;

ლიმონის წვენი - 1 ჩაის კოვზი;

მცენარეული ზეთი - 600-800 მლ.;

სიროპისათვის:

თაფლი - 150 მლ.,

შაქარი - 100 გრამი;

მომზადება:

2 კვერცხის გული ცალკე დადეთ. ათქვიფეთ 3 კვერცხი და 2 კვერცხის გულიც, სანამ გამკრივდება მასა.

ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ 300 გრამი ფქვილი, მარილი, სოდა და ლიმონის წვენი.კარგად დაამუშავეთ ცომი, სანამ გლუვ, ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

15 წუთით გააჩერეთ ცომი.

დაყავით ცომი რამდენიმე თანაბარ ნაწილად. გააკეთეთ თხელი ხაზები ცომისაგან.

დაჭერით თხელ ხაზებად დამუშავებული ცომი პატარა ნაჭრებად და მიეცით მრგვალი, ანუ ბურთის ფორმა. ამოავლეთ ყველა ბურთულა ფქვილში. შეწვამდე ბურთულები ჩადეთ თუშფალანგში, რომ ზედმეტი ფქვილი მოსცილდეს.

ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი, გააცხელეთ და დაყარეთ მასზე ბურთულები შესაწვავად. აცადეთ 1-2 წუთი, ანუ სანამ ოქროსფერი არ გახდება.

ცალკე სუფთა ტაფაზე დაასხით თაფლი, დაამატეთ შაქარი და გაადნეთ საშუალო ცეცხლზე. აცალეთ სიროპს კიდევ 3 წუთი დუღილი.

სიროპის 2/3 ნაწილი დაასხით ჯამში გადმოტანილ გამომცხვარ ბურთულებს. კარგად მოურიეთ.

სველი ხელებით ბურთულები დადეთ თეფშზე და ააწყვეთ პირამიდის ფორმით.

ზემოდან მოასხით დარჩენილი სიროპი.

გააჩერეთ ცივ ადგილას 1-2 საათით. ჩაკ-ჩაკი მზადაა. გერმიელად მიირთვით!



0
63
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0