x
image
თამილა გურაშვილი
ბრილიანტის მაფია: როგორ იშოვა ბრეჟნევის ქალიშვილმა ფული ძვირფასეულობით
image



საბჭოთა კავშირში, მოკრძალებისა და ასკეტიზმის კულტთან ერთად ბრილიანტებს დიდ პატივს სცემდნენ. ამასთან, სამკაულების ყველა ცნობილ მოყვარულს ტრაგედია სდევდა თან. საბჭოთა ცირკის ვარსკვლავი ირინა ბუგრიმოვა სასტიკი ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა. მწერალ ალექსეი ტოლსტოის ქვრივმა დაკარგა თავისი უნიკალური საოჯახო ბრილიანტები, რომლებიც შემდეგ აღარავის უნახავს. მსახიობმა ზოია ფედოროვამ განძის გამო ტყვია მიიღო თავში. ლეონიდ ბრეჟნევის საყვარელი ქალიშვილი კი, ბრილიანტებმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ტრაგიკულ დასასრულამდე მიიყვანა.






გალინა ბრეჟნევა იყო საბჭოთა პრინცესა, ყოვლისშემძლე გენერალური მდივნის საყვარელი ქალიშვილი. ძლიერი მამის სიცოცხლეში მისი მშვენიერების, ახალგაზრდობის და მდიდრული ბრილიანტების ყველას შურდა..






ვიქტორია ლაზიჩი, გალინა ბრეჟნევას მეგობარი: ”გალინა ლეონიდის ასულმა ერთი დღის ცხოვრებით იცხოვრა. მას ისეთი იმპულსი ჰქონდა ცხოვრებაში, ეჩვენებოდა, რომ მამა ყოველთვის იქნებოდა. მას არ შეეძლო წარმოედგინა, რომ მის ცხოვრებაში წვიმიანი დღე დადგებოდა, რომ ყველაფერი მოულოდნელად დამთავრდებოდა და სულ სხვა, ტრაგიკული პერიოდი დაიწყებოდა.







ბრეჟნევის ახლობლებს ახსოვთ, როგორ დაუახლოვდა მათი გალინა სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეს სვეტლანა შჩელოკოვას. ქალებს აერთიანებდა მაღალი თანამდებობა და ძვირფასეულობით გატაცება. იმ დროს საბჭოთა კავშირში ბრილიანტები ოფიციალურად ნებადართული ფუფუნება იყო. სოციალურ ღონისძიებებზე ისინი მშვენივრად ავსებდნენ ერთმანეთს - მდიდრულ ბეწვში გამოწყობილი ქერა და ძვირადღირებული სამკაულებით შემკობილი შავგვრემანი.





image





როდინა ოლგა, ჟურნალისტი: ”ლეგენდები დადიოდა ამ ქალბატონების გართობისა და მათი თავგადასავლების შესახებ. ამავე დროს, მათ ნამდვილად შეეძლოთ თავისთვის ბევრი რამის უფლება მიეცათ, რადგან, მათ განსაკუთრებული თანამდებობა ჰქონდათ."





სპეციალურ პოზიციებზე მყოფმა ქალებმა ბრილიანტებით გატაცება მომგებიან ბიზნესად აქცია. სტაგნაციის ეპოქაში ოქროს და ძვირფასი ქვებისგან დამზადებული სამკაულები გეგმიურად ძვირდებოდა 2-3 წელიწადში ერთხელ. ამ გადაწყვეტილებას პოლიტბიუროს საიდუმლო სხდომაზე იღებდნენ. გენერალური მდივნის ყოვლისშემძლე ქალიშვილი თავის მეგობართან - შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლესთან ერთად, დაახლოებით ერთი კვირით ადრე იგებდა მომავალი ფასების ზრდის შესახებ. ისინი იწყებდნენს რეიდებს დედაქალაქის საიუველირო მაღაზიებში.





სერგეი მინაევი, "ექსპრეს გაზეთის"-ი ს მთავარი რედაქტორის მოადგილე: ”ღებულობდნენ ახალი ფასით, ის ისევ იმდენი ღირდა. ისინი ვალდებული იყვნენ დაებრუნებინათ თანხა. სინამდვილეში, ეს იყო კორუფციული სქემა."





იმ დროს ვლადიმირ კალინიჩენკო მუშაობდა სსრკ გენერალურ პროკურატურაში.უფროს გამომძიებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე. მაგრამ მის ძალებს აღემატებოდა, სვეტლანა შჩელოკოვას და გალინა ბრეჟნევაზე რომ გასულიყო.







ვლადიმირ კალინიჩენკო: ”ჩვენ გვქონდა ცოცხალი მოწმეების ჩვენებები, როდესაც გალინამ შეუკვეთა ბრილიანტის საიუვილერო ნაკრები და ა.შ. დიახ, ხალხი ამბობდა, რომ მან თავად გადაიხადა თანხა, ან მისცა იქ ფული, მაგრამ ისინი ყველანი უკვალოდ გაქრნენ."





ბრეჟნევას ძვირფასეულობათა ამბავი დღემდე საიდუმლოებებით არის მოცული. ბევრი დარწმუნებულია, რომ მას უბრალოდ ცილი დასწამეს და მას არაფერი ჰქონდა საერთო ბრილიანტის მაფიასთან. მაგრამ ფაქტები ჯიუტი რამეა. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის არქივში მრავალი წლის განმავლობაში ინახებოდა ორი ქალბატონის ბრილიანტების მაფიის მტკიცებულებები.





image



ბრეჟნევის დროს, სტოლეშნიკოვის შესახვევში მდებარეობდა მაღაზია" ალმასი."მაღაზიის გარეთ სამკაულების უკანონო მყიდველები იდგნენ. ბრეჟნევას და შჩელოკოვას შორს წასვლა არ უხდებოდათ. აქ ისინი სანდო ხალხს აყიდებდნენ ძვირფასეულობას განძი, რომელსაცც მაღაზიის დირექტორი მათ სეიფიდან აძლევდა.




ზოგჯერ მეგობრები ბრილიანტებს პირდაპირ მოსკოვის საიუველირო ქარხანაში იღებდნენ.



ერიკ კოტლიარი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი: ” იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გადახდა ავიწყდებოდათ, ქვითრებს ტოვებდნენ და ფულს არ იხდიდნენ. მათ უბრალოდ ეს ბრილიანტები თავისთვის აიღეს და მორჩა."





როდესაც ანდროპოვი მოვიდა ხელისუფლებაში, ეს ქვითრები აღმოაჩინეს საიუველირო ქარხნის დირექტორის დაპატიმრების დროს. გალინა ბრეჟნევას ხელწერა მარტივად იდენტიფიცირდებოდაა - მაღაზიის მეპატრონემ პატიოსან სიტყვაზე მას 800 ათასი რუბლის ღირებულების სამკაული გაატანა. ის იმსახურებდა სასჯელს, მაგრამ გალინამ შეძლო თავის დაღწევა.





იმ დროს ერთი დოლარი გაცვლითი კურსით 64 კაპიკი იყო. შესაბამისად, 800 ათასი საბჭოთა რუბლი მაშინ მილიონ დოლარზე მეტია. იმ ქვეყანაში, სადაც ინჟინრის ხელფასი იყო 120 მანეთი, ხოლო, სსრკ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის ოფიციალური ხელფასი ორი ათასი, 800 ათასად ბევრი რამის ყიდვა შეიძლებოდა.




მაგრამ წლების შემდეგ, გალინა ბრეჟნევა მოკვდება აბსოლუტურად უღარიბესი. დიდხანს დარჩა საიდუმლოდ და მხოლოდ შემდგომ გაირკვა, ვინ მიიღო მისი განძი. ამის შესახებ პროგრამის ახალ სერიაში რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით" შემდეგ შემოგთავაზებთ.

0
230
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0