საქართველო
ჩემს ხელში დაქალდით, დავაჟკაცდით, სულ ერთი და იმავეზე შეიძლება? გია ვოლსკი
2021, 12 მარტი, 14:50
![ჩემს ხელში დაქალდით, დავაჟკაცდით, სულ
ერთი და იმავეზე შეიძლება? გია ვოლსკი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202103/2021031214491691799.jpg)
საქართველოს პარლამენტის წევრი, გია ვოლსკი, რომელიც არაერთხელ იყო შემჩნეული ჟურნალისტებთან არაეთიკური დამოკიდებულებით და ბევრჯერაც გაუბრაზებია პრესის წარმომადგენლები მისი ფრთიანი გამონათქვამების გამო, ახლაც არ დაურღვევია ტრადიცია და ასეთი რამე თქვა:
- ვერ გავიგე, ამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ჩემს ხელში დაქალდით, დავაჟკაცდით, სულ ერთი და იმავეზე შეიძლება? მე მეშინია თქვენი და თქვენ ერთმანეთზე... ეტყობა მოილაპარაკებთ, რომ იჩხუბოთ, რომ მე დაშინებული ვიყო.