უსახლკარო წყვილი საქორწილო ფოტოსესიისთვის ისე გარდასახეს, რომ მათი ცნობა შეუძლებელი გახდა

ქორწილი მნიშვნელოვანი მომენტია ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში და მაშინაც კი, თუ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება, ისინი ამ დღეს სამუდამოდ დაიმახსოვრებენ. წყვილი როზალინ ფერერი და რომელ ბასკო აუცილებლად გაიხსენებენ თავიანთ ქორწილს. წყვილს 6 შვილი ჰყავს, ერთად 24 წელიწადი გაატარეს ქუჩასი და საერთო ჯამში ორივეს ალბათ, 32 კბილიც არ ექნებათ შერჩენილი. მაგრამ, მათი სიყვარული ისევ ისეთი ძლიერია.
ისინი 24 წლის განმავლობაში ცხოვრობენ ქუჩაში, ფილიპინების პროვინცია პამპანგაში.
წყვილს 6 შვილი ჰყავს, ბოლო წლები კი კარავში ცხოვრობენ.
წყვილი ფულს შოულობს პლასტმასის, ბოთლებისა და ჯართის შეგროვებით, რომელსაც მოგვიანებით ყიდიან და ერთი დღის საკვების ფულიც აქვთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, წყვილს არანაირი შემოსავალი არ აქვს და ქორწილისთვისაც ფული რა თქმა უნდა არ ექნებოდათ.
ერთ დღესაც წყვილი ვინმე რიჩარდ სტრანდეზმა შენიშნა, რომელსაც შორიახლოს თავისი სილამაზის სალონი ჰქონდა.
როდესაც მათი ისტორია მოისმინა და გაიგო, რომ ერთად უკვე 20 წელზე მეტია არიან, ხოლო ქორწინების საშუალება არ აქვთ, დახმარება გადაწყვიტა.
რიჩარდმა დახმარების თხოვნით მიმართა მეგობრებს, რომლებსაც საქორწინო აქსესუარების ბიზნესი ჰქონდათ. ამგვარად, ყველამ გადაწყვიტა წყვილის დახმარება.

როზალინი და რომელი მეცხრე ცაზე იყვნენ, როდესაც გაიგს, რომ მალე იქორწინებდნენ.
რიჩარდმა და მისმა მეგობრემა წყვილს ჯერ საქორწილო ფოტოსესია მოუწყვეს. საქორწილო ტანისამოსი ჩააცვეს და გაალამაზეს. ოფიციალური ქორწინება კი წლის ბოლოს ექნებათ ეკლესიაში. ნახეთ ფოტოსურათები ფოტოსესიიდან:













