x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
«ამ გრაგნილების შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო» – აცხადებენ მეცნიერები

79 წ. ვეზუვის ცნობილი ამოფრქვევის შემდეგ, მხოლოდ პომპეი არ განადგურებულა. სანაპიროს სიახლოვეს მდებარე ჰერკულანუმი — პირველი ქალაქი იყო, რომელიც გამანადგურებელი სტიქიის მსხვერპლი გახდა. ის, ფაქტიურად, მთლიანად აღიგავა პირისაგან მიწისა. ამ ქალაქში მდებარეობდა იულიუს კეისრის სიმამრის, ლუციუს კალპურნიუს პისოს მამული, რომელსაც მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ის იმდენად დიდი იყო, რომ ექსპერტებმა მას პაპირუსების ვილა უწოდეს. სამწუხაროდ, ყველა გრაგნილი დანახშირებულია და მეცნიერებს აქამდე, მათი წაკითხვეს შესაძლებლობა არ ჰქონიათ...


image


თუმცა, ახლა სიტუაცია შეიცვალა და მულტი-სპექტრული გამოსახულების ტექნოლოგიის წყალობით, პისოს ბიბლიოთეკიდან ამოღებული 1800-ზე მეტი გრაგნილის დეშიფრირება უკვე შესაძლებელია.


image


ეს უძველესი გრაგნილები, ბერძნულ-რომაული ეპოქიდან შემორჩენილი, ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის ნაწილია, რომელიც 1749 წ. კარლ ვებერმა აღმოაჩინა. მეცნიერი იმ დროს, პომპეიში და ჰერკულანუმში პირველ კანონიერ გათხრებს ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გრაგნილების წაკითხვა სცადა და მიუხედავად დიდი სიფრთხილისა, რომელსაც ვებერი გრაგნილების გახსნისას იჩენდა, არტიფაქტები იმსხვრეოდა და იმაზე მეტი ინფორმაცია ნადგურდებოდა, ვიდრე გადარჩენილი ტექსტის ნაწილების დეშიფრირებით იკრიბებოდა.


image


კენტუკის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პროფ. ბრენტ სილზის (Brent Seales) ხელმძღვანელობით, გაერთიანებული სამეფოს ვიზუალიზაციის და ვირტუალური გარემოს, Diamond Light Source ცენტრის დირექტორთან ერთად, კვლევის ახალი მიმართულება აირჩიეს — მათ გრაგნილის გახსნის ნაცვლად, მისი მაღალი ენერგიის რენტგენის სხივებით დასხივება გადაწყვიტეს. ხოლო, მიღებული შედეგი სპეციალური კომპიუტერული პროგრამით დაამუშავეს, რომელიც პროფ. სილზის მიერ იყო დაწერილი.

მეცნიერთა განმარტებით, ამ გზით გრაგნილების შიდა სტრუქტურა ეკრანზე მაშინვე გამოჩნდება და მისი შინაარსის წაკითხვა იქნება შესაძლებლი.


image


ამჟამად, ჰერკულანუმის გრაგნილების (Herculaneum Papyri) უმეტესობა ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (Biblioteca Nazionale di Napoli) ინახება და ბრენტ სილზი, 13 წელზე მეტია, მათი კვლევის უფლების მოპოვებას ცდილობდა. მაგრამ, ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები, რომლებშიც გრაგნილებია დაცული, არტიფაქტების უსაფრთხოების მიზნით, მას ამის უფლებას არ აძლევდნენ. ბოლოს, 2 წლის წინ, როგორც იქნა, Institut de France-მ, რომელიც 6 გრაგნილს ფლობს, იმ 3 ფრაგმენტის შესწავლის უფლება მისცა, რომელიც პაპირუსის გახსნის მცდელობისას იყო დაზიანებული.



image


არაერთი კვლევის ჩატარების და პროგრამის დახვეწის შემდეგ, მეცნიერმა საკუთარი კვლევის პრეზენტაცია ოქსფორდში მოაწყო და დაამტკიცა, რომ მისი მეთოდი ნამდვილად მუშაობს! მან სამგანზომილებიანი გამოსახულება წარმოადგინა, გრაგნილის ცალკეული ფურცლებით, რომლის გაყოფა აქამდე, წარმოუდგენლად ითვლებოდა. ეს საოცარი შედეგი ბევრმა მეცნიერმა რევოლუციურ გარღვევად ჩათვალა, იმ ათასობით ხელნაწერის საქმეში, რომლის კვლევა, პაპირუსების მყიფე მდგომარეობის გამო, აქამდე შეჩერებული იყო.


image


სილზის თქმით, გრაგნილები შეიძლება ეპიკურიზმის სწავლების პრინციპებს შეიცავდეს, რომელიც ძვ. წ. აღრ. I საუკუნის დასაწყისიდან, რომის ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. გარდა ამისა, გრაგნილები, შეიძლება, ლათინურ ტექსტებსაც შეიცავდეს, რადგან იმ პერიოდის კლასიკურ ბიბლიოთეკებში, როგორც ბერძნული, ისე ლათინური სექციები იყო და არც ის არის გამორიცხული, რომ ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი, ჯერაც არ იყოს აღმოჩენილი.



ამ აზრს ოქსფორდის უნივერსიტეტის პაპიროლოგი დოკ. დირკ ობინკიც (Dirk Obbink) იზიარებს, რომელიც აღნიშნული კვლევის ერთ-ერთი მონაწილეა. მისი თქმით, მხოლოდ 2 წლის წინ იყო აღმოჩენილი სენეკა უფროსის ადრე უცნობი ნაწარმოები... და მხოლოდ იმის ვარაუდი შეიძლება, თუ კიდევ რა საოცარი აღმოჩენები ელით მკვლევარებს.
ნიუ–იორკის როჩესტერის უნივერსიტეტი მეცნიერმა გრეგორი ჰეივორთმა (Gregory Heyworth, შუა საუკუნების სპეციალისტი და ტექსტური მეცნიერების დისციპლინის ფუძემდებელი, რომელიც პალიოგრაფიული, კოდიკოლოგიური და ბიბლიოგრაფიული კვლევის ერთობლივად ჩატარებას გულისხმობს. რედ.) კი, აღნიშნული პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა: «ამ გრაგნილების შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო. ვფიქრობ, რომ მომავალ თაობას, ძველი მსოფლიოს შესახებ, სულ სხვა წარმოდგენა ექნება».

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. მათ იმით გაითქვეს სახელი, რაც არასდროს ჩაუდენიათ
2. «ეს დარტყმა, სტალინისთვის იყო!» — იაკობ ჯუღაშვილის შვილი, მამის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ყვება
3. საინტერესო ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

4. 5 ფაქტი საშინელებათა ისტორიიდან

5. საბჭოთა ქალების საოცნებო სუნამოები
6. ჯეიმს ბონდის «გოგონები» (TOP–15)

0
2418
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0