სხვა რა უნიკალური თვისებები ახასიათებს გოგრას და რა დროსაა მისი მირთმევა რეკომენდირებული? 2021, 11 მარტი, 13:40 სეზონის მოსვლასთან ერთად გოგრა უფრო და უგრო მოთხოვნადი პროდუქტი ხდება. მისი უგემრიელესი ნაყოფი გემრიელთან ერტად ძალიან ნოყიერი და სასარგებლოა. გემრიელი და ძალიან სასარგებლოა ასევე მისი თესლი, რომელსაც მრავალნაირი სახით მიირთმევენ.
უძველესი დროიდან გოგრას უამრავი მიზნისთვის იყენებდნენ. ინდოეთში გათხრების დროს აღმოაჩინეს უძველესი გოგრის თესლი. ჯერ კიდევ მაშინ შეაფასეს ადამიანებმა გოგრის სასარგებლო თვისებები. ძველ საბრძნეთსა და რომში ამ ბაღჩეულს ჭურჭლადაც იყენებდნენ.
გოგრის მირთმევა ნებადართულია თითქმის ყველასთვის. ის უამრავ ვიტამინს შეიცავს. განსაკუთრებით ბევრია მასში A ვიტამინი. ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანები თუ გოგრას ჩართავენ თავიანთ რაციონში, ეს ხელს შეუწყობს შეშუპების დაცხრომას და წნევის შემცირებას. ბავშვებისთვის გოგრის თესლი სასარგებლოა პარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად. ყველაფერთან ერთად, ის შეიცავს რკინას, მანგანუმს, იოდს, რის გამოც გოგრა დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე. მასში არსებული კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონეთათვის.
ეს ნარინჯისფერი ბაღჩეული შეიცავს დიდი რაოდენობით კალცს, მაგნიუმს, რკინას, შაქარს, ასევე ვიტამინებს C, B, PP, B2, ცილებს, რა თქმა უნდა, კაროტინს და ძალიან იშვიათ ვიტამინ T-ს, რომელიც ანეიტრალებს მძიმე საკვებს.
PP ვიტამინებს ორგანიზმიდან წიდები, ტოქსინები და ქოლესტერინი გამოაქვს. რკინის მაღალი შემცველობა კი კანის ბუნებრივ ფერსა და სიჯანსაღეზე ზრუნავს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გოგრას არა მარტო არაჩვეულებრივი საკვები თვისებები აქვს, მას კოსმეტიკაშიც არანაკლებ ეფექტურად იყენებენ - გოგრას შეიცავს სახის სხვადასხვა კრემი, ნიღაბი, ლოსიონი თუ მატონიზირებელი სითხე. ბაღჩეულის უმი რბილობისგან სახლის პირობებში მკვებავი ნიღბების გაკეთებაცაა შესაძლებელი. გოგრის თესლიდან ხალხურ მედიცინაში არსებული რეცეპტით, წამლის დამზადება შეგიძლიათ. კერძოდ: სამას გრამ ხმელ თესლს გააცალეთ ჩენჩო, ჩაყარეთ სანაყში და დაასხით სამი კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ჩანაყეთ. მიღებული ფაფისებური მასა გადაიტანეთ ჭიქაში, შეურიეთ ასი გრამი ნატურალური თაფლი. წამოწექით და ნელ-ნელა მიირთვით ეს გემრიელი წამალი, უზმოზე. დაახლოებით 3 საათის შემდეგ კი შეგიძლიათ, საკვები მიიღოთ. დიეტოლოგები გვირჩევენ, გოგრა მივიღოთ ტუბერკულოზის, ათეროსკლეროზის, შეკრულობის, დიაბეტის, ნეკრესის ქარის (პოდაგრა), ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს. გოგრის ნაყოფი (რბილობი) რეკომენდებულია ფეხმძიმეებისა და ბავშვებისთვის. გოგრის ნახარში თაფლით კარგი საშუალებაა ნერვული აშლილობის და უძილობის წინააღმდეგ. სპეციალისტები ჭარბი წონის დროსაც გვირჩევენ გოგრას, ცხადია, უშაქროდ, მისი დაბალი კალორიულობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ გოგრა ძალიან სასარგებლოა მისი მირთმევის დროს აუცილებელია გავიტვალისწინოთ ის, რომ ნებისმიერ უსაფრთხო პროდუქტსაც კი ახასიატებს მრავალი მავნე ტვისება, ასევეა გოგრაც. მისი მიღება არაა რეკომენდირებული შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმის დროს, ასევე მათთვის ვისაც აწუხებს გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები. 117 1-ს მოსწონს
|