რელიგია საზარელი ტყუილი, რომელმაც დანგრევის პირას მიიყვანა საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია, არის ავადმყოფურად გაგებული მოწოდება - "ნუ განიკითხავ" 2021, 10 მარტი, 13:05 "ყველაზე საზარელი ტყუილი, რომელმაც დანგრევის პირას მიიყვანა საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია, არის ავადმყოფურად გაგებული მოწოდება - "ნუ განიკითხავ" ამ მოწოდებით დიდი ხანია აშინებენ მრევლს და აიძულებენ თვალი დახუჭონ ათას სისაძაგლესა და საზიზღრობაზე რაც ხდებოდა და ხდება ეკლესიის წიაღში, ამ მოწოდებით გაინაღდეს საკუთარი ხელშეუხებლობა და დააბეჩავეს მრევლი, რომელიც ვერ ხვდება რომ ფაქტის აღნიშვნას, მხილებასა და განკითხვას შორის დიდი სხვაობაა, ეს სხვაობა ადამიანების ცნობიერში მათ წაშალეს და დააჯერეს, რომ კრიტიკული აზროვნება და განსჯა, სამართლიანი მხილება და ფაქტის აღნიშვნაც განკითხვაა.
როცა ხედავ უკეთურებას და ხმას არ იღებ ამაზე, ავტომატურად თანაზიარი და ხელშემწყობი ხდები ამ უკეთურების, რადგან უმოქმედობაც თავის მხრივ მოქმედება და არჩევანია. ბოროტების ზეობისთვის საჭიროა მხოლოდ, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ. მათ დაგაშინეს თქვენ და ჩაგინერგეს ღრმად გონებაში, რომ არასდროს მათ წინააღმდეგ ხმა არ უნდა აღიმაღლოთ.
მოწოდება "ნუ განიკითხავ!" მათი პირიდან არის რეალურად მოწოდება განუკითხაობისკენ ეკლესიაში, რომლითაც გარანტირებული აქვთ დამსახურებული კრიტიკისგან იმუნიტეტი. პირში წყალის ჩაგუბებით მოიმუშაკეთ და იმკით ახლა ამ მორალურ არმაგედონს."-წერს სოცქსელში ბლოგერი ბექა ერიაშვილი. 180 6-ს მოსწონს
|