საზოგადოება ბერამ დაგვანახა,რომ ოჯახში, დედ-მამის გაზრდილი, ქართველი ვაჟკაცია!-ლევან ნიკოლეიშვილი 2021, 10 მარტი, 12:37 ![]() წლები გავიდა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, ბერა კი ისევ ბერად დარჩა, და უბრალოდ მისი კეთილი საქმეების შესახებ უფრო მეტი შევიტყვეთ, მაგრამ სამწუხაროდ მის წინააღმდეგ ღვარძლმა და შურმა იმატა, ასევე სამწუხაროდ შეურაცყოფებმაც… გუშინ, კი რაც ბერამ თქვა, მე, დარწმუნებული ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო და დაინახა, რომ ჩვენ წინაშე წარსდგა პიროვნება, ვაჟკაცი ქართველი, რომელმაც გვითხრა რომ უპირველესია დედა, უმთავრესია დედის სიყვარული და პატივისცემა, დედის შეურაცხყოფა კი ყველაზე დიდი და უპატიებელი ცოდვა ამ ქვეყანაზე! ძნელია არ დაეთანხმო, თუ უკაცრავად და ის ხალხი არ ვართ ერთმანეთისთვის დედა რომ გვაქვს ნაგინები და მაინც ერთად ვიკრიბებით, ვითომ საერთო მიზნებიდან გამომდინარე? ან ის ხალხი თუ არ ვართ, „ჩემი დედას შე…“ ან „ ბოზიშვ..“ რომ ამბობს? რამდენი ვაჟკაცი მინახავს გარდაცვლილი დედის საფლავზე მოქვითინე და მოტირალი, რამდენი მინახავს დედის სადღეგრძელოზე ცრემლმორეული და რამდენი მინახავს სიცოცხლეშივე, რომ ცდილობს დედის ხელის გულზე ტარებას…ჩვენ, ხომ იმ ქვეყნის, იმ ისტორიის და იმ კულტურის შვილები ვართ, სადაც ვამბობთ: „დედასამშობლო, “ „დედაეკლესია, “ „დედაენა, “ „დედაბოძი, “ „დედამიწა, “ „დედაშვილობა, “ „ქართლისდედა, “ „დედასპური“, “დედადარბაზი”… უბრალოდ, დედის გამომცხვარი პური გაიხსენეთ, დედის გამომცხვარი ჭადი, ხაჭაპური… დედის დილით გაწყობილი საუზმე, დედის კოცნა და დედის დალოცვა..ჩვენ ხომ ამ ყველაფრით ვამაყოფთ და ამ ყველაფერს ვეთაყვანებით ! ჩვენ, ხომ ის ხალხი ვართ, როცა რამე გვტკივა „ვაიმე დედას“ რომ ვამბობთ და როცა რამის დამტკიცება გვინდა, ბავშვობიდან მოყოლებული, დედას ვიფიცებთ და მტკიცედ ვამბობთ-„დედას ვფიცავარ!“ გუშინ ბერამ თქვა, რომ მისთვის დედა უპირველესია, არის და იქნება-„ჩემი აზრით, ამ ადამიანებმა ერთ რამ არ იციან-დედის სიყვარულიო…“ დედის სიყვარული კი მისთვის ვაჟკაცობის საზომია! იცით ბერამ გუშინ, ძალიან უბრალოდ და მარტივად, რა გვითხრა და დაგვანახა? რომ ოჯახში, დედ-მამის გაზრდილი, ქართველი ვაჟკაცია!“, -წერს სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. ![]() 65 3-ს მოსწონს
|