როგორც ცნობილია, მესამე რეიხის იდეოლოგიას საფუძვლად ედო მოსაზრება, რო არიული რასა სხვა დანარჩენზე მაღლა იდგა. ამიტომაც, ნაცისტებს სწამდათ, რომ აუცილებელი იყო თავიანთი გენეტიკური მემკვიდრეობის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზეზით შექმეს საიდუმლო პროგრამა “ლებენსბორნი" იგივე სიცოცხლის წყარო.
თავდაპირველად გერმანელი ჯარისკაცებისვის არჩევდნენ “რასობრივად სუფთა" ქალებს, რათა “სუფთა რასის ბავშვებზე ემუშავათ", შემდგომში კი ეზრუნათ მათზე, ისინი ხომ მომავალში გერმანიას ადიდებდნენ. ამდაგვარი კავშირის შედეგად დაიბადა ანი-ფრიდ ლინგსტადი, ლეგენდარული ჯგუფის ABBA-ს სოლისტი. დროთა განმავლობაში კი პროექტი შეიცვალა და საშინელი გახდა.
პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეული ქალები ცხოვრობდნენ და მშობიარობდნენ სპეციალურ დაწესებულებებში, სადაც ყველაზე კომფორტული პირობები იყო შექმნილი. პირველი ასეთი სახლი 1936 წელს მიუნხენის მახლობლად მდებარე სოფელში გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც გერმანიამ თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო, სუპერბავშვების "წარმოება" ამოქმედდა საზღვარგარეთაც.
პროგრამამ ყველაზე დიდი მასშტაბი ნორვეგიაში მიიღო. ნაცისტები ქერა და ცისფერთვალება ნორვეგიელებს არიული რასის წარმომადგენლებად თვლიდნენ, ხოლო თვითონ ნორვეგიელებისთვის კი ბავშვების გაჩენა გერმანელი ოფიცრებისგან ცხოვრების ნორმალური წესის შენარჩუნების ერთადერთი გამოსავალი იყო. ამიტომაც ისინი ნებაყოფლობით შეუერთდნენ ამდაგვარი ქალების რიგებს.
წლებს განმავლობაში, გერმანიაში “სუფთა რასის" 8 000 ბავშვი დაიბადა, ნორვეგიაში კი თითქმის ორჯერ მეტი.
1938 წლისთვის ტემპის აჩქარება გადაწყვიტეს. ბავშვებს ართმევდნენ უკვე ორსულ ქალებს, რომლებიც მათ რასობრივ იდეოლოგიას შეეფერებოდნენ გარეგნობით, სანაცვლოდ კი ფინანსურ მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ. შედეგად დედას მოშორებულ ბავშვებს თავშესაფარში გზავნიდნენ, სადაც განსაკუთრებული მეთოდებით ზრდიდნენ და კვებავდნენ. იმ ქალებს, რომლების რამდენიმე ბავშვს “აბარებდნენ" სპეციალური რკინის ჯვრით აჯილდოებდნენ.
უკვე ერთ წელიწადში, ჰენრიხ ჰიმლერის ბრძანებით გერმანელები ბავშვებს იტაცებდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და გერმანიაში გადაჰყავდათ, ძირითადად პოლონეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან და იუგოსლავიიდან. გერმანიაში ექიმები ბავშვებს ჯგუფებად ჰყოფდნენ, იმის მიხედვით, თუ როგორ შეეფერევოდნენ სუფთა არიელებს.
ბავშვებს, რომლებსაც შეუფერებლებად თვლიდნენ, საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ და “გერმანიზაციას" უტარებდნენ. აძლევდნენ ახალ სახელს, ავიწყებდნენ მშობლებსა და სამშობლოს და უნერგავდნენ ნაცისტურ ფასეულობებს. ამისთვის შექმნეს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა.
“გერმანიზაციის" პროცესში ბავშვებს ულტრაიისფერი სხივებს ასხივებდნენ, რათა მათ თმას ქერა ფერი მიეღო.
პრაქტიკულად ყველა დოკუმენტი რომელიც ამ პროგრამას ეხებოდა ომის ბოლო თვეებში გაანადგურეს. გაურკვეველია რამდენ ბავშვს ხვდა წილად ასეთი ბედი. მკვლევარები ფიქრობენ რომ მათი რაოდენობა დაახლოებით 200 000 ადამიანია.