მოვლენები აბა, კარგად დააკვირდით ამ პლუს ზომის მოდელს, მიხვდით რატომ ააფეთქა მისმა ფოტომ ინტერნეტი? 2021, 9 მარტი, 19:22 გაიცანით ეს მადისაღმძვრელი ფორმების მქონე 27 წლის მომხიბვლელი ამერიკელი მოდელი ჰანტერ მაკგრეიდია. გოგონა მოდელობაზე ყოველთვის ოცნებობდა, ვინაიდან მისი დედაც და ბებიაც წარმატებული მოდელები იყვნენ.16 წლის ასაკიდან ჰანტერი სამოდელო ბიზნესში მოხვედრას ყველანაიარად ცდილობდა, თუმცა მისი აღნაგობა მოდელის პრამეტრებისგან მეტისმეტად შორს იყო.181 სმ სიმაღლის ჰანტერი 52 კგ-ს ვერანაიარად ვერ აღწევდა, როგორც მისგან ერთმანეთის მიყოლებით ყველა სამოდელო სააგენტო ითხოვდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა გოგონამ ბედი პლუს ზომის მოდელად ეცადა."სახელი " პლუს ზომა "რაღაც სამარცხვინო სტიგმად იქცა. მე მარკირების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. პირველ რიგში, მე მოდელი ვარ, და აზრს ვერ ვხედავ ზომების მიხედვით კლასიფიცირების. ეს ხომ დისკრიმინაციის ერთგვარი ფორმაა. მეც იმავე საქმეს ვაკეთებ რასაც სხვა მოდელები, იგივე ფულს ვიღებ, ჩვენდამი დამოკიდებულებაც იგივეა, მაშ რატომ უნდა მიწოდონ სხვანაირად? - აცხადებს ჰანტერი.ცნობილი ამერიკული გამოცემა "Sports Illustrated"-ი მოდელებს შორის თანასწორობის იდეას მხარს უჭერს. ყოველკვირეული გავლენიანი სპორტული ჟურნალის გარეკანზე ხშირად ხვდებიან დიდი ზომის მოდელები, მათ შორის იყო ჰანტერიც.საინტერესოა, რომ გოგონას სხეულზე ფერადი საცურაო კოსტიუმი არც მეტი, არც ნაკლები უბრალოდ მიხატული აქვს. გოგონა გამოცემისთვის შიშველი პოზირებდა, რათა საზოგადოებისთვის საკუთარ მაგალითზე ეჩვენებინა რომ სილამაზე - ტანსაცმლის ფორმა და ზომა არ არის."უბრალოდ წარმოუდგენელი იყო... მე არასდროს მიგრძვნია თავი უფრო თავდაჯერებულად და სექსუალურად ვიდრე ამ ფოტოსესიაში", - განაცხადა ჰანტერმა.მაკგრეიდი ყველა ფუმფულა ფორმების მქონე გოგონას მოუწოდებს რომ მათ საკუთარი სხეულისა და "ნაკლოვანებების" არასდროს შერცხვეთ, ვინაიდან ტანსაცმელი კი არ ალამაზებს ადამიანს, არამედ ადამიანი ტანსაცმელს!1322 1-ს მოსწონს |